სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ოსკაროსანი პროდიუსერი ჩამოდის

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების ოსკაროსანი პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის - რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის, ოპერატორებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა“. იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს როგორებიცაა: საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.სილია ვან დააკი თბილისში ჰოლანდიური ფონდის „არტექო“ ორგანიზებით ჩამოდის. „ოსკარი გადაეცემა... - სილია ვან დაიკის ვორკშოფები“ ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული უკვე მესამე პროექტია. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ქალაქ თბილისის მერია. ღონისძიების განრიგი:4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი“, კოსტავას ქ. 3612:00 - ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა14:00 - პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორქშოფი
5 აპრილი, ვალერი არქანიას არტ გალერეა, დ. უზნაძის ქ. 6814:00 - სილია ვან დაიკის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან ორივე დღეს ღონისძიბებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100