ლაშა იმედაშვილი: სტოკჰოლმის... მოსკოვის სინდრომი
როგორც ყველა სინდრომს, ამასაც თავის განმარტება ახლავს : ეს სინდრომო წარმოადგენს სიმპათიისადა მიზიდულობის პარადოქსულ რეაქციას, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს.
როგორც ყველა სინდრომს, ამასაც პატარა ამბავი ახლავს თან : გასული საუკუნის სამოცდაათიანწლებში ციხიდან გამოქცეულმა რეციდივისტებმა ბანკის გაქურდვა ჩაიფიქრეს და საკუთარიპოზიციების გასამყარებლად მძევლების აყვანა გადაწყვიტეს. ასეც მოიქცნენ. მძევლებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ, აშიმშილებდნენ, აწამებდნენ, საუბარს უშლიდნენ, ამცირებდნენ და გამუდმებით იარაღსუღერებდნენ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში მძევლები მათ მიმართ თანაგრძნობით აღივსენ დამოძალადეების დაცვის მიზნით ხელისუფლებასაც კი მიმართეს : რას ერჩით ამ ხალხს, ამდაგვარიგულისხმიერი ხალხი იშვიათად თუ გვინახავს სადმეო.
როგორც ყველა სინდრომის, ამის მკურნალობაც შესაძლებელია, თუ ავადმყოფი კარგი ექიმის ხელშიაღმოჩნდა. სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ ასეთი რამ კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფსემართება ხოლმე, მაგრამ გამონაკლისი ყველაფერში არსებობს და, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, დიდიხნის განმავლობაში ამ გამონაკლისს ჩვენი ქვეყანა წარმოადგენდა.
ორ საუკუნეზე მეტია მძევლად ვყავართ ჩვენს მტრულად განწყობილ მეზობელს – რუსეთს. არცოკუპაცია დაგვაკლო, არც ზღვა სისხლი, არც დამცირება, არც გადასახლება – ბანაკები. ორ საუკუნეზე მეტია შუბლზე ხან ფილთა თოფი გვადევს, ხან დამბაჩა, ხან ხიშტიანი თოფი, ხან ზარბაზანი, ხანნაგანი, ხან კალაშნიკოვი, ხანაც ტანკი და ხანაც ისკანდერის კომპლექსი. მიუხედავად ამისა, მაინც გავიძახით, რას ვერჩით, რა გინდათ ამ ხალხისგან, ასეთი გულისხმიერი და მორწმუნე ერი მსოფლიოში მეორე არ არისო, კი, მართალია ომი იყო, მაგრამ ისიც ჩვენი, ქართველების ბრალია, ჩვენ გავაღიზიანეთ და აბა რას იზამდაო, ამ პრეზიდენტმა თქვა იმ პრეზიდენტზეო, ეს ხელისუპლება მოექცა იმ ხელისუფლებასო . . . მოკლედ, მიზეზი არ ელევათ, რადგან იმ სინდრომით არიან დაავადებულები,რომლის განმარტებაც ჯერ კიდევ უნდა გახსოვდეთ.
როგორც სხვა ავადმყოფობა, არც ეს ცნობს სოციალურ წრეს, აღმსარებლობასა და ასაკს, ვის არ იხილავთ დაავადებულთა რიგებში ; მაღალი რანგის დიპლომატებს, ყოფილ ჩინოვნიკებს, პარტიულ მუშაკებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და პარლამენტარებსაც კი. რამდენიმე დღის უკან, ერთ დეპუტატს,როგორც მის საყვარელ სამშობლოში დაუძახებდნენ, ვინმე პიოტრ მამრიევს მეორე დეპუტატმა მამაპაპური ალიყური აჭამა, სწორედ ამ სინდრომის გამო, უფრო რომ დავამიწოთ, კოლაბორაციონიზმისგამო. ძალადობა ან რა საცქერია, ან რა გასამართლებელი, მაგრამ ამ გზაზე მდგარმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ერთხელაც ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და ეს შეიძლება პარლამენტის დარბაზშიც მოხდეს, ქუჩაშიც, საკონცერტო დარბაზშიც და დაბადების დღეზეც კი. ერთ სილას აუცილებლად მეორე მოჰყვება, უფრო ძლიერი, რადგან მამრიევებს მხოლოდ შიში აჩერებს, შიშს კი დიდი თვალებიაქვს და სტოკჰოლმის სინდრომის მკურნალობის უტყუარი საშუალებაა.
ასეთი მამრიევებისა და მათი წინაპრების დამსახურება უნდა იყოს, რომ ქართველებს დღესაც რუსულ ბაღებსა და სკოლებში შეჰყავთ შვილები, ერთმანეთთან საკეკლუცოდ რუსულ ენას იყენებენ, ქვეყნის ღალატს მხოლოდ რუსეთის მიმართ სიმპათიის გამოხატულებად მიიჩნევენ და რუსული სატელევიზიო არხების გათიშვას უფრო განიცდიან, ვიდრე საკუთარი დედაქალაქის დაბომბვას.
როგორც უკვე ითქვა, სწორი მკურნალობისა და კარგი ექიმის ხელში ამ საქმესაც მოევლება. ადრე თუ მთელს ქვეყანას იყვნენ მოდებულები, რამდენიმე წლის წინ ერთ სტადიონზე მოთავსდნენ, ბოლოს კი ერთი დარბაზის ამარა დარჩნენ, ცოტაც და გათითოკაცდებიან, მარტო დარჩებიან, მაგრამ საკუთარ ბოღმას აყოლილები ქვეყანას ვერაფერს ავნებენ.
ორიოდე კვირის წინ, მთაწმინდაზე დახვრეტილ – დაკარგული ქართველი პატრიოტების სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა. თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მოვიდა, ქალაქის მერი, საკრებულოს თავჯდომარე, კულტურის მინისტრი, რეპრესირებულთა შთამომავლები და ერთი – ორი ჟურნალისტი. საგასტროლოდ ჩამოსულ რუსული თეატრალური დასის წარმოდგენებს გაცილებით მეტი ხალხი ესწრება, ვიდრე ქვეყანას შეწირულ ადამინთა ხსოვნის მემორიალის გახსნას, რომლებსაც საფლავებიც კი არ ეღირსად.
ესეც ოკუპაციის თვალნათელი შედეგი.
ესეც მოსკოვის სინდრომის კვალი.
ტელეარხერბმა ცალყბად ისაუბრეს ამ ტრაგიკულ მოვლენაზე, სამაგიეროდ იმავე გადაცემაში დეტალურად გაგვაცნეს რუსეთში მიმდინარე მოვლენები ამინდის ჩათვლით.
ესეც ოკუპაციის თვალნათელი შედეგი.
გაზეთები და ინტერნეტ სივრცე თითქმის არ გამოხმაურებიან ამ მოვლენას, დრო არ ჰქონდათ, მორიგი ფეშენ – ვიკის გაშუქებით იყვნენ დაკავებულები.
ესეც ოკუპაციის თვალნათელი შედეგია.
ესეც მოსკოვის სინდრომის კვალია.
ქართველ ხელოვანებს ფეხიც კი არ შეცდენიათ იმ დღეს მთაწმინდაზე, არც იმათ ჰქონდათ დრო, ზოგი ხელისუფლებას აგინებდა, ზოგი კრემლის დაფუძნებულ კონკურსებში იღებდა მონაწილეობას, ზოგი ერთმანეთში კინკლაობდა, ზოგი იმაზე ფიქრობდა, რა გზით ეთარგმნა საკუთარი პროზა თუ პოეზია რუსულად, ოდნავ ნამუსშერჩენილებს ამ საქციელის რცხვენოდათ და ყოველივეს იმით ხსნიდნენ, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენსას არ შეედრება.
ესეც კიდევ ერთი შედეგი.
გინდათ ასეთი ქვეყანა?
თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს შევხედავთ და თბილისის სიახლოვეს აღმართულ მფრინავ თეფშთან დამდგარ რიგს დავაკვირდებით, ალბათ ჯერ კიდევ გინდათ, მაგრამ არაფერი გამოვა, მკურნალობა უკვე დაწყებულია.
ხოლო ვინც მაინც არ მოიშლის თავისას, ნაწყენი ნუღარ დარჩება და ისე ძეგლნარევი სიამაყით შეხვდეს ყველაფერს, როგორც პიოტრ მამრაძე, მერე კი გულის მოსაფხანად გენადი ონიშენკოს საყვარელი არაყი ,,Кремлёвская“ დიდი სტაქანით ჩაცეცხლოს, რომლის ფასი იმედია არ შეაშინებს, რადგან როგორც წესი, ამ სინდრომით დაავადებულ ხალხს ფინანსური პრობლემები არ აწუხებს.
2011, ოქტომბერი. ლაშა იმედაშვილი. tabula.ge.
კომენტარი