სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

newspress.ge: ჯანდაცვის მინისტრი, შესაძლოა, ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდეს

ჯანდაცვის მინისტრი შესაძლოა, საქართველოს ელჩი შვეიცარიასა ლიხტენშტეინში ზურაბ ჭიაბერაშვილი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია კულუარებში ვრცელდება.

ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ანდრია ურუშაძე თანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მინისტრმა დღეს ამ საკითხზე საუბრისგან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა.

"კომენტარის გაკეთება არ მსურს. დღეს პარლამენტში სოციალურ პაკეტს განვიხილავ და რა იქნება ხვალ, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით" - განაცხადა ურუშაძემ.

ანდრია ურუშაძემ 2010 წლის 10 სექტემბერს მინისტრის პოსტზე სანდრო კვიტაშვილი შეცვალა. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2003-2004 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, 2004-2005 წლებში ქალაქ თბილისის მერი იყო, 2005 წლის 26 სექტემბრიდან 2010 წლის 4 დეკემბრამდე ევროსაბჭოში - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 2011 წლის 4 მარტიდან იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100