სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძეს, ცოლის კაბა და სამკაული 250 ათასი ევრო ანუ 775 ათასი ლარი დაუჯდა

სიღარიბით და შიმშილით სავსე ქალაქის მერს, კახი კალაძეს ჯვრისწერის ჩაცმულობა და სამკაულები ჯამში 250 ათასი ევრო ანუ 775 ათასი ლარი დაუჯდა (კურსით 3.1).

ამის შესახებ ინფორმაცია დრონი.ჯიმ ანუკი არეშიძის მეგობრებისგან, კერძოდ კი, მისი მეჯვარის გარემოცვისგან მოიპოვა.

ანუკი არეშიძის მეგობრები და მეჯვარის გარემოცვის წევრები აღნიშნავენ რომ "კახის მისთვის ფული არ ენანება".

თუმცა, საინტერესოა, საიდან შოულობს მილიონებს თბილისის მერი, რომელიც 2011 წლამდე თითქმის გაკოტრებული იყო, ხოლო კომპანიას, "კალა კაპიტალს" ბიუჯეტის წინაშე 80 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა?

იმ ქალაქში, სადაც ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან, მოხუცები შიმშილობენ და ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ, კახი კალაძე თავს უფლებას აძლევს და საკუთარ ჯვრისწერას საეჭვო კავშირებით აფინანსებს.

შეგახსენებთ რომ კალაძემ, რომელიც 2011 წელს თითქმის გაკოტრებული იყო, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეულობით მილიონი იშოვა სხვადასხვა საეჭვო ფინანსური სქემებით, ჯვარი გუშინ გრემის მონასტერში დაიწერა, ჯვრისწერის სუფრა კი წინანდალში გაშალა.




მისი მეჯვარე არქი ჯგუფის დამფუძნებელი ილია წულაია იყო, რომელსაც ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე 16 მილიონის ღირებულების მიწა ერთ ლარად გადასცა.

კახი კალაძეს ბოლო დროს რამდენიმე მსხვილი კორუფციული გარიგებაც დაუკავშირდა. მათ შორის არის ენერგეტიკის რეექსპორტი, სამშენებლო ნებართვები და გაზის ბიზნესი.

მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, მან არაბული კომპანიისგან წამოსული 4 მილიონი დოლარი აიღო ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების გამო.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენის დაჭერის სანაცვლოდ კალაძეს მილიონები მისმა უკრაინელმა პარტნიორმა - გაბოვიჩმა გადასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100