ე.წ. დიღმელი მანიაკი უკვე დააკავეს – გოგონას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს
შსს–ს თანამშრომლებმა უკვე დააკავეს 20 წლის გოგონა, ე.წ. დიღმელი მანიაკი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ამ ეტაპზე მისი ვინაობა არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა თბილისში მუდმივად არ ცხოვრობდა და დედაქალაქში რეგიონიდან ჩამოვიდა. ეჭვმიტანილის ფსიქიკური მდგომარეობა, სავარაუდოდ, არამდგრადია, კომპეტენტურ პასუხს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა გასცემს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გოგონა–მანიაკი თბილისში, დიღმის მასივში, ახმეტელი 10 ნომერთან გუშინ, დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ორ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტი, რომელთაგან ერთი მოხუცი ქალი, მეორე კი 14 წლის ბავშვი იყო.
თავდასხმის დროს გოგონამ თოკი გამოიყენა, რითაც მოხუც ქალს ყელზე მოუჭირა, თუმცა, მის ყვირილზე თავი გაანება და მიიმალა, ხოლო 14 წლის მოზარდს ყელზე თოკის მოჭერასთან ერთად ფულიც მოსთხოვა, მერე კი დაბმული დატოვა და გაიქცა.
კომენტარი