სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობებს (საქმიანსაც და სასიყვარულოსაც), რადგან მომავალში პრობლემები არ შეგექმნათ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კურო
განაახლეთ ძველი, საჭირო კავშირები. მეტი დრო დაუთმეთ თქვენი სფეროს განვითარება-რეორგანიზებას. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ ახლობლებს.

ტყუპი
შეეხმიანეთ მივიწყებულ ან თქვენზე განაწყენებულ მეგობრებს. მუშაობისას ნუ დაუშვებთ შეცდომებს "თვალებს ნუ დახუჭავთ" უზუსტობაზე.

კირჩხიბი
თუ შეცვლა არ შეგიძლიათ, უნდა შეეგუოთ. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ მათ მიმართ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

ლომი
საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
ახალი ამბის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სხვა დღისთვის გადადეთ მსხვილი საყიდლები. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრების რჩევა. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად.

სასწორი
გააუმჯობესეთ საქმიანი და პარტნიორული კავშირები. დღეს დაკვირვებული უნდა იყოთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ფორიაქი და ვალდებულებები პოზიტიურ ცვლილებებში შეგიშლიან ხელს.

მორიელი
აკონტროლეთ ემოციები. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი. უმჯობესია, საკუთარი შეცდომები აღიაროთ და გამოასწოროთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, შვილებს.

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, არ დაუშვათ შეცდომები, არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. გააუმჯოსეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მაგრამ სასიყვარულო თავგადასავლებს მოერიდეთ.

თხის რქა
დაფიქრებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის დრო იწყება. შეცვალეთ ტაქტიკა, სფერო; გააუმჯობესეთ ძველი, მივიწყებული კავშირები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას; მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

მერწყული
მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას. გართულდება და გაჭიანურდება მოლაპარაკებები პარტნიორებთან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

თევზები
ნუ დაიტვირთავთ თავს რთული ვალდებულებებით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას; მეტად დაისვენეთ. შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100