სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გავაკეთოთ ეკონომია მაღაზიებში

მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში პროდუქციის შეძენისას, თქვენ შეგიძლიათ საგრძნობი ეკონომია გააკეთოთ და დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი, თუ გაითვალისწინებთ გარკვეულ წესებს. თქვენ რაც მოგეთხოვებათ არის ის, რომ შეძენის პროცესში იყოთ ყურადღებით.

-გაწერეთ და გაანაწილეთ თქვენი მენიუ დაახლოებით ერთ კვირაზე. შესაძენი პროდუქტები გაითვალისწინეთ ამ ვადისთვის. არ ღირს პროდუქტების შეძენა მაინც და მაინც სადილის ან ვახშმის წინ - ამ შემთხვევაში ბევრად მეტი დაგეხარჯებათ.

-მარკეტებში არ შეიძინოთ წინასწარ გამზადებული კერძები, არც დაჭრილი პროდუქცია (მაგ: ყველი, ძეხვი და ა.შ.) სერვისისათვის ფასი იქნება რა თქმა უნდა მეტი. შეიძინეთ ინგრედიენტები და ისე მოამზადეთ კერები, ასევე თქვენ დაჭერით შეძენელი პროდუქცია. ამ ხერხით გამოგივათ ეკონომია

-სუპერ და ჰიპერ - მარკეტებში არ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნივთები. როგორც წესი, ეს ნივთები ფასდაკლებულია, თუმცა სპეციალურ მაღაზიებში, ისინი ფასდაკლების გარეშეც კი ბევრად ნაკლები ღირს ვიდრე ჰიპერმარკეტებში, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

-შეეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები ფასდაკლების დროს. როგორც წესი სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში წინასწარაა დაგეგმილი ფასდაკლებების ცხრილი - მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები ამ დროს.

-გამოიყენეთ დისკონტური ბარათები, ან ის ბარათები, რომლებიც რიგდება ხშირი მომხმარებლებისთვის. ქულბის დაგროვების შემდეგ, არ არის საჭირო ერთიანად დახარჯოთ ყველაფერი. შემოიფარგლეთ პროდუქციის თქვენთვის ჩვეულებრივი ასორტიმენტით.

-როგორც წესი, ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტებს ათავსებენ ვიტრინების ცენტრში. მოძებნეთ პროდუქცია ქვედა ან ზედა თაროებზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ახალი და ციცხალი პროდუქცია ექცევა ვიტრინის შიგნით ღრმად.

-არ ღირს პროდუქციის შეძენა სალაროებთან. ისინი როგორც წესი ბევრად ძვირია მსგავსივე პროდუქციაზე. ანალოგიური პროდუქტები სხვა მაღაზიებში ბევრად იაფი ეღირება.

-ზოგადად შეეცადეთ იშოპინგოთ სხვადასხვა მაღაზიებში. სხვადასხვა მომწოდებლების გამო, შესაძლოა მსგავსი ტიპის პროდუქციას სხვადასხვა ფასი ქონდეს. დააკვირდით, რა ტიპის პროდუქცია რომელ მაღაზიებშია უფრო იაფი და ამის მიხედვით გაანაწილეთ სად რა შეიძინოთ.

-შეეცადეთ არ იშოპინგოთ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, ან ძალიან გშიათ. ამ დროს ბევრად დიდია რისკი, რომ შეიძინოთ ის ნივთები და პროდუქტები, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ.

-ყურადღება მიაქციეთ დაფასოებას. მაგ: როცა თქვენ გსურთ იყიდოთ გამაგრილებელი სასმელი სუფრისთვის, არ შეიძინოთ 10 ცალი 1 ლიტრიანი, შეიძინეთ 5 ცალი 2 ლიტრიანი, ასე ბევრად დაზოგავთ ფულს. მსგავსი რამ შეიძლება სხვადასხვა პროდუქტებზე გააკეთოთ.

-და ბოლოს, რა თქმა უნდა აუცილებლად შეამოწმეთ ჩეკები სალაროსთან. თუ რამის ფასი არ დაემთხვა, მოითხოვეთ იგივე ფასში მოგცენ პროდუქცია რაც დახლზე ეწერა. ასევე შესაძლოა ტექნიკური შეცდომის გამო 1 პროდუქი 2 ჯერ ან რამდენჯერმე იყოს გატარებული. შეამოწმეთ ჩეკი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100