მკვლელობა გაუპატიურების თანხლებით ახმეტის რაიონში
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ნიღბიანი შეიარაღებული პირი შათირიშვილების ოჯახს დაესხა თავს. მან ოჯახის უფროსი ავტომატიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, შემდეგ კი ოჯახის რძალი გააუპატიურა და მიიმალა.
თავდასხმა გვიან ღამით მოხდა, მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელს არც ფული მოუთხოვია და არც ძვირფასი ნივთები. „ყველანი კედელთან მიგვაყენა და მას შემდეგ, რაც ამირან შეთირიშვილმა სიტყვიერი წინააღმდეგობა გაუწია, მისი მისამართით ცეცხლი გახსნა“, - ამბობენ ოჯახის წევრები.
გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი ჭრილობა აღენიშნება, მათგან ორი - თავის არეში. ამირან შეთირიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
კომენტარი