სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი - გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში

სალომე ზურაბიშვილი - გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს.


მისი თქმით, სურს ძალიან ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან. „ვიქნები ევროპის შემომტანი ქვეყანაში და არა მხოლოდ იმის ლოდინში, თუ როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, რაც უთოდ მოხდება. ქვეყანაში უნდა დავიწყოთ იმ სტანდარტების შემოტანა, რომელიც გახდის ისეთი დონის ქვეყანას, როგორიცაა ევროპის სხვა ქვეყნები და რისთვისაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან, რათა ნახონ ის კომფორტი, სტანდარტები, უსაფრთხოება და დაცულობა, რაც აქ გვინდა. ამიტომ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, სწრაფად, პარლამენტთან, მთავრობასთან, საზოგადოებასთან – ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს გადმოვიტანოთ და აღარ დაველოდოთ რაღაცებს. ამასთან, გარეთ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ სწორედ ევროკავშირის დაახლოება მოხდეს უფრო სწრაფად და მოვითხოვოთ მათთან მოლაპარაკებებში ცოტა მეტი, რასაც ვითხოვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება.

ამიტომ, მჭირდება მე თქვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა. მათგან კარგად უნდა ვიცოდეთ, რა როგორ შეიძლება ვითხოვოთ, თუ როგორ უნდა ვითხოვოთ, ამაზე მკითხეთ მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ახალი იდეებითა და ინოვაციებით უნდა წავიდეს ქვეყანა წინ. „მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, არც ვიქნები, ვერც ვიქნები, არც ვაპირებ და არც არის ჩემს ხასიათშია, თუმცა ჯიუტი, ამბობენ. ვერ ვიქნები ის ზეპრეზიდენტი, როგორც ზოგჯერ ითხოვენ ქვეყანაში რომ გავდივარ და მით უმეტეს, რეგიონებში რომ არის მოლოდინი – მოვა მხსნელი, მოვა ის, ვინც გვეტყვის, რომ ყველაფერი გვეშველება. არც არაფერი გვეშველება, თუ არ ვუშველით ჩვენს თავს. იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, რომ ერთად ვუშველოთ.

მე მექნება ინიციატივები, მოსაზრებები, რადგან 66-ს 5 რომ მოვაკლოთ, 61 წელია, რაც ვფიქრობ იმაზე, რა სჭირდება ამ ქვეყანას და თქვენც ასევე, არ ვარ ერთადერთი. ვიცი, რომ თითოეული ქართველი ყოველდღე ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. ამაზე ერთად ვიმუშაოთ. თქვენ რაც იფიქრეთ, მე რაც ვიფიქრე და რა მოცემულობაც არის დღევანდელ მსოფლიოში, ახალი იდეები, ინოვაციები, ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ამით წავალთ წინ. არ ვიქნები სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი. გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან. თბილისსა და რეგიონებში უკვე დავპირდი.

ორჯერ მოვიარე თითქმის მთლიანად მთელი ქვეყანა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ეს მარათონი. ყველგან ვპირდები, რომ ჩამოვალ არჩევნების შემდეგ, რადგან ეს დიალოგი და მოსმენა მაშინ ხდება, როდესაც იქნება სხვა ფორმის შეხვედრები და არა ის, რაც ხდება დღეს – სადაც მისმენთ, მაგრამ მე ვერ გისმენთ. 29 ოქტომბრიდან მე თქვენ მოგისმენთ. ამ ყველაფრისთვის მოვდივარ როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. მთავარია, რომ მინდა, რადგან მთელი ცხოვრება და ჩემი მშობლები მოვდიოდით იმ იმედით, რომ ეს ქვეყანა ძლიერია, დამოუკიდებელი იქნება და უნდა გავაძლიეროთ, უნდა გვწამდეს ამ ქვეყნის. არ უნდა ვფიქრობდეთ ყოველდღიურად – ვაიმე, პატარა ვართ, მხოლოდ 3 მლნ 700, ჩვენს ირგვლივ ასეთი ძლიერი იმპერიებია და მსოფლიო, სადაც გლობალიზაციაა, რა გვეშველება გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი ენა, იდენტობა, როგორ უნდა გავაღწიოთ და როგორ უნდა გავძლიერდეთ.

ეს დამოკიდებულია ჩვენს რწმენაზე. ჩვენი თავის თუ არ გვწამს და არ გვჯერა, სხვა არავინ დაიჯერებს. მაშინ ყველა მტერი ჩვენზე ძლიერი იქნება. თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და გარედან დანახული საქართველო არის იმ 10%-ში ქვეყნებისა, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი რესურსი, ნიჭი, ბევრი საშუალება და პოტენციალი, ამიტომ უნდა გვჯეროდეს ჩვენი, გვჯეროდეს ჩვენი მომავლის და ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100