ბილაინის მომხმარებელს უფასოდ, მარტივი კოდის გამოყენებით შეუძლია მომენტალურად მიიღოს სრული ინფორმაცია კომუნალური მომსახურებების სტატუსის შესახებ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ. მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია:
·
შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი
·
მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი
·
შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი
აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო
·
დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი,
ოპერატიულად რეაგირებისთვის
·
მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის
ჩვენება
·
სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი
·
შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.
*303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით
მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო
ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის
აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი
მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან,
ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე
მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com
კომენტარი