სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური - „ ეხლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია - ყველა ერთის წინააღმდეგ“

ზვიად ძიძიგური - ეს კამპანია ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური კულტურით გამორჩეული“ „ ეხლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია - ყველა ერთის წინააღმდეგ.


ეს კამპანია ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური კულტურით გამორჩეული“ - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო კამპანიას. ტვ პირველის თოქშოუში „პირველები“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს სახელისუფლებო გუნდი.

„მესმის ეს ყველაფერი, მათ შორის შავი პიარიც კარგად მესმის, ამ შავი პიარითაც არ მგონია მოგებული დარჩეს ოპოზიცია, იმიტომ, რომ არ არსებობს ცუდი რამ, რასაც კარგი არ ახლდეს თან, ეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას საკმაოდ უწყობს ხელს“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრი შეურაცხყოფის ატანა უწევს. ამის მიუხედავად არასოდეს გადასულა ასეთი ტიპის მდარე შეტევებზე.

„ასეთი არ არის ქალბატონი სალომე, ნამდვილად არის გამაერთიანებელი, ნამდვილად იქნება ღირსეული პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგი რევერანსია ჩვენი ქართული ემიგრაციისთვისაც რომელმაც ასი წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ ის , რომ ქალბატონი სალომე თავის აქტიურ კამპანიას აწარმოებს, მოსახლეობასთან აქვს ძალინ მჭიდრო და სწორი ურთიერთობა და ვფიქრობ,რომ ეს კამპანია დამთავრდება ძალიან ლოგიკური შედეგით“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100