სახელმწიფო ფულს არ გვირიცხავს, გვითხრეს, მაინც უიმედო მდგომარეობა აქვს ვერ გადარჩებაო
ნონა დარბაიძე სიკვდილს უკვე თვეებია ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ებრძვის. ექიმებმა მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია/ლიმფომა დაუდგინეს და ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება. აღნიშნული ოპერაცია საქართველოში არ კეთდება და ამასთანავე ძალიან ძვირი ჯდება. დრონი.ჯი ნონას დას, ნინო დარბაიძეს დაუკავშირდა. სასოწარკვეთილი და, დის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.
ნინო დარბაიძე: რამდენიმე თვის წინ ჩემმა დამ დაიჩივლა, ცუდად ვარ, მგონი, მოვიწამლეო. ცოტა ხანში სახე უცნაურად შეუშუპდა. ექიმთან წავიდეთ-მეთქი, - დავიჟინე. პოლიკლინიკაში ძლივს წამომყვა.იქ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. სახლში რომ მივედით, თითქოს, კიდევ უფრო გასივდა, კისერზეც რაღაცები გამოებურცა. სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში. დაახლოებით სამი საათი ველოდებოდი ექიმებს, რომლებიც გამაგებინებდნენ, რა სჭირდა ჩემს დას, რომელიც გამოსაკვლევად კაბინეტში შეიყვანეს. ბოლოს, როგორც იქნა, ექიმი გამოვიდა, - დარბაიძესთან ვინ ხართო? ვუპასუხე: მე ვარ-მეთქი, - პასუხის მოსასმენად მზად ბრძანდებითო? - რა თქმა უნდა-მეთქი. ნონას ლეიკემია აქვსო რომ გავიგე, გონება დამებინდა. თან ყველაზე რთული ფორმით აქვს... საქართველოში მისი შველა ვერ ხერხდება, ჩემს დას ხერხემლის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ესაჭიროება, რომლის ოპერაციაც საზღვარგარეთ 250 000 ევრო ჯდება.
ეს ფული სად უნდა ვიშვოთ არვიცი. ჩემს დას 5 წლის ქალიშვილი და ქმარი ჰყავს, სამტრედიაში სახლი გაყიდეს, ყველაფერი წამლებში წავიდა... ახლა ლოტკინზე ცხოვრობს ქირით და თითქმის სულ საავადმყოფოშია.. სახელმწიფო, ჯანდაცვა, მერია ფულს არ გვირიცხავს, ასე გვითხრეს მაინც უიმედო მდგომარეობა აქვს ვერ გადარჩებაო. 100%-დან ერთი შანსია რომ საპერაციო მაგიდაზე არ დარჩესო... თან 33 წლისაა და ამ ასაკის ადამიანებისთვის ფონდებისა და სახელმწიფოს დახმარება არ ვრცელდება. 16 წლამდეა ზღვარი. ახლა აპირებენ მგონი რომ 30 წლამდე აწიონ, მაგრამ ჩემს დას რას უშველის.
ერთს ვთხოვ ყველას, სახელმწიფოს, საზოგადოებას, კეთილ ადამიანებს, რომ იმაში მაინც დაგვეხმარონ, სადმე სხვა ქვეყნამდე ჩავაღწიოთ, მაგალითად გერმანიამდე და იქ „ტოლვილად“ ჩავბარდეთ და მერე ის ქვეყანა მოგვხედავს.
იყო ასეთი პრეცენდენტი, საქართველოდან ორი გოგო წავიდა ერთი გადარჩა, მეორემ კი ვერ ჩაასწრო დაიგვიანა და არ მინდა ჩემს დასაც ასე დაემართოს და ვერ ჩავასწროთ. ძალიან გთხოვთ 6000 ევრო გვესაჭიროება რომ იქამდე ჩავაღწიოთ, გამოიჩინეთ მოწყალება და გადამარჩენინეთ და.. ის ხომ ასეთი ახალგაზრდაა და 5 წლის ქალიშვილს დედა სჭირდება. ნუ მოუკლავთ პატარა ლიზიკოს დედას.... ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ.
ნონა დარბაიძეს დასახმერბლად გახსნილია ანგარიში ,,საქართველოს ბანკში ნომერზე GE90BG0000000853262600 მიმღები: ნინო დარბაიძე ასევე თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ბილაინისა და მაგთის აბონენტებს ნომერზე: 0901700428 ზარის ღირებულებაა 1ლარი. ასევე უცხოეთიდან თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ნებისმიერ მსურველს პირად ნომერზე: 54001006642 (ნინო დარბაიძე)
კომენტარი