სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს განმარტავს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა არ აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კანონპროექტისაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნას არ კრძალავს.

"ამ კანონპროექტით კოცნა არ იკძალება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიძლება მოვიაზროთ გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება, სხვა უხამსობები და არა პაემანი ან კოცნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედებად. კანონპროექტში ძირითადი ცვლილებები ეხება ქუჩებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში და სხვა ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი უკვე მოქმედებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარგენილი კანონპროექტი კი მხოლოდ ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

"ეს არ არის ახალი კანონპროექტი, ესაა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც ჯარიმების ოდენობის შეცვლას შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი ახლაც მოქმედებს საქართველოში, უბრალოდ საუბარია ჯარიმების გამკაცრებაზე", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა და იქვე განმარტა, რომ ძირითადი აქცენტი ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის დაწესებულ პასუხისმგებლობაზე კეთდება.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100