სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსის შედეგად 3 წლის გოგონა გარდაიცვალა.
მოზარდი კლინიკაში დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. პატარას ლეიკემიის დაავადების უმძიმესი ფორმა ჰქონდა, რის გამოც გრიპის ვირუსმა ლეტალური შემთხვევის პროვოცირება მოახდინა.
თებერვლის თვეში იაშვილის კლინიკაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკაში ამჟამად 11 პაციენტი მკურნალობს.
ქვეყანაში დღეისთვის H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 143 შემთხვევაა აღრიცხული. 7 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100