სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რასია, დავაი, და სვიდანია!..“ - ქართველმა ფეისბუქელებმა ჩემპიონატიდან რუსები გააცილეს

ჯგუფის ბოლო თამაშები საბერძნეთისა და რუსეთის, ასევე პოლონეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა შორის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ბერძნების გამარჯვების შემთხვევაში, მეორე, პარალელურად მიმდინარე თამაშში ნებისმიერი გუნდის გამარჯვება რუსებს მეოთხედფინალის საგზურის გარეშე ტოვებდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა: გიორგიოს კარაგუნისის გოლი რუსეთის ნაკრების კარში ერთადერთი აღმოჩნდა თამაშში და ბერძნებმა თამაშის ბლომდე საკუთარი კარის მშრალად შენახვა შესძლეს. იგივე მოახერხეს ჩეხებმა, მას შემდეგ, რაც ანგარიში გახსნეს პოლონელებთან მატჩში. ბოლო წამებში ჩეხები აშკარა გოლს გადაურჩნენ: ზედ კარის ხაზიდან მაღალი ბურთი ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა.

რუსი კომენტატორები და ფეხბურთის სპეციალისტები თამაშის წინ და ბერძენთა გოლის შემდეგაც კი საკმაოდმ ოპტიმისტურად გამოიყურებოდნენ, თუმცა, კომენტატორთა ტონი მით უფრო ტრაგიკული ხდებოდა, რაც უფრო ახლოვდებოდა საფინალო სასტვენის მიცემის დრო. პოლონელი რეჟისორები არ იზარებდნენ და მრავლად გვიჩვენებდნენ ტრიბუნებზე მყოფ რუს გულშემატკივრებს, რომლებსაც დანა პირს არ უხსნიდათ. საბოლოოდ, რატომღაც ფავორიტებად მიჩნეული რუსები ბერძნებმა და, მათგან დამოუკიდებლად, ჩეხებმაც, ჩემოდნების ჩასალაგებლად გაგზავნეს...

რუსი ფეხბურთელები „გულთბილად“ გააცილეს ქართველმა ფეისბუქელებმაც - ბოლო ერთი საათია, სტატუსთა უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სტატუსის ავტორი ფეხბურთის მოყვარული, რუსების „მოკითხვა“ ისმის: ზოგი პუტინს მიმართავს და უსამძიმრებს, ზოგი პროქტოლოგიურ რჩევებს აძლევს („გამოიღე!“), ზოგი კი პათეტიკურად კითხულობს: „რუსებს რა?..“ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ბოლო დროს პოპულარული: „ტი კტო ტაკოი, პრაშაი, და სვიდანია“ ისმის, ზოგი კი რუსებს ბერძნული „სირტაკითაც“ ემშვიდობება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100