სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები შეძლებს შეუძლებელს" - მერაბ დვალიშვილი გერმანიაში ჩავიდა

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გერმანიაში, ქართველი გულშემატკივრების რიგებს უერთდება - პროფესიონალი მებრძოლი პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშს დაესწრება და ქართველი ფეხბურთელების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები შეძლებს შეუძლებელს" - აცხადებს მერაბ დვალიშვილი და იქვე ამატებს, რომ ისტორიული მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

მებრძოლი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან და თავიანთ მაქსიმუმს დადებენ.

ევროზე მოხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა და ძალიან მიხარია. ჩამოვედი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრები შეძლებს შეუძლებელს, დავამარცხებთ პორტუგალიას და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოგებისთვის. იმედია, სპორტული იღბალი მათ მხარეს იქნება. ბურთი მრგვალია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. მინდა, რომ ამ ისტორიულ მომენტში ვიყო ჩვენს ნაკრებთან ერთად", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს დროით 23:00 საათზე საქართველო-პორტუგალიის თამაში დაიწყება. უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც, დღევანდელ მატჩზე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100