სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის

საქართველოს უკრაინის რადას დელეგაცია სტუმრობს. მის შემადგენლობაში არიან როგორც რადას დეპუტატები, ისე ექსპერტები. საუბარი, ძირითადად, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და, ზოგადად, ბიზნესურთიერთობებს შეეხება. უკრაინელი სტუმრები საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც შეხვდებიან. ეს კიდევ ერთი საინტერესო ვიზიტია, რომელსაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლობა ახორციელებს თბილისში.
დსფჯდსფჯსდფ
რაც შეეხება თავად უკრაინაში დღეს არსებულ რეალობას, იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქ ვითარება, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მკვეთრად არ შეცვლილა. ქაოსი დასრულდა, თუმცა, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები კვლავ ძველებურად იგივე რჩება. რაც შეეხება იმას, რომ ექსპერტების ნაწილი უკრაინის და საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას ვარაუდობდა, ეს პროგნოზიც მთლად სწორი არ აღმოჩნდა.
დსფჯდსფჯსდფ
წარსულ მოვლენებს თვალი რომ გადავავლოთ, თავად რუსები ხშირად ირონიულად წერენ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ნამდვილი "დიპლომატიური გენიოსია", რომლისთვისაც თითქმის არ დარჩენილა სახელმწიფო, თურქმენეთის გარდა, რომელთანაც ურთიერთობა არ გაეფუჭებინა.
დსფჯდსფჯსდფ
წლების განმავლობაში ასეთ ქვეყნად უკრაინაც რჩებოდა, რაც ერთი პერიოდი, საერთოდ, სერიოზულ რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთი უცნაურ პოლიტიკას ატარებდა: ყველაფერს აკეთებდა, რომ შეწყვეტილიყო რაიმე სახის მეგობრული ურთიერთობა უკრაინასთან.
დსფჯდსფჯსდფ
რუსეთისთვის ამ წლების განმავლობაში მუდმივად მიუღებლად რჩებოდა მაიდანზე საფუძველჩაყრილი პოლიტიკური კურსი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკისა, რომელსაც რუსები საკუთარ პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეში და "საბატონოში" მოიაზრებდნენ. თუმცა უკრაინამ მაშინ დასავლეთთან ინტეგრირების გზა აირჩია. "ნარისჯისფერებმა" დაიწყეს ნამდვილი დემოკრატობანას თამაში და მოახდინეს სერიოზული რესურსების მობილიზება არჩევნებზე გამარჯვებისათვის.
დსფჯდსფჯსდფ
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და უკრაინის შიდა და გარე სიტუაციაში სხვადასხვა საინტერესო და რეზონანსული მოვლენები მოხდა. ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლა რუსულმა პოლიტიკამ აღიქვა, როგორც საკუთარი დიდი წარმატება, თუმცა ექსპერტების ნაწილი იმთავითვე ეჭვს გამოთქვამდა, რომ უკრაინა რუსული პოლიტიკის მექანიკური ნაწილი არც ამის შემდეგ გახდებოდა.
საამისო მაგალითი მსოფლიოს უკვე აქვს ბელორუსიის მეთაურის, რუსეთის ძველი დიდი მეგობრის – ლუკაშენკოს სახით, რომელმაც არც თავის დროზე არ დაუთმო არაფერი სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს ეკონომიკური ინტერესებისათვის ბრძოლაში და დღეს, საერთოდ, სხვა მიმართულებით იყურება, ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორს კი აქეთ აშანტაჟებს, ხოლო საქართველოსთან ფრიად გულთბილი ურთიერთობები დაამყარა.
დსფჯდსფჯსდფ
უკრაინის მმართველი "რეგიონების პარტია" თავიდანვე ცნობილი იყო, თუ რა ძალების დასაყრდენი იქნებოდა: დონეცკური წარმომავლობის კაპიტალის და მეწარმეობის ლობი. სწორედ ამ რესურსზე დაყრდნობით მოვიდა ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც დღეს უკვე განსხვავებული იმიჯის შექმნას და პრორუსულობის "შარავანდედიდან" გამოსვლას ცდილობს. საამისოდ მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უწევს.
დსფჯდსფჯსდფ
უკრაინაში ქაოტური პერიოდი თითქოს დასრულდა და ახლა მისი ხელისუფლება ძველი ურთიერთობების აღდგენას იწყებს. ამ პროცესზე საქართველოსა და უკრაინას შორის გახშირებული ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს. საქართველოსთან შეიძლება საპრეზიდენტო დონეზე პირადი ურთიერთობები აღარ არსებობს, მაგრამ სახელმწიფოებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობებში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა და გეოპოლიტიკური ურთიერთობებიდან ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისაკენ გადაინაცვლა. საქართველოს ხელისუფლებამ იანუკოვიჩი თბილისშიც კი მოიწვია ოფიციალურ ვიზიტად, თუმცა როდის შედგება ეს ისტორიული ვიზიტი, ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100