სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ამტკიცებს, რომ დედა გამოეცხადა

მას შემდეგ, რაც უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა, მისი ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი დედის ატლანტაში მდებარე სახლში ვერ იძინებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისივე მტკიცებით დედა გამოეცხადა, თავს მშვიდად გრძნობს. ამის შესახებ დასავლური გამოცემა people წერს.

"მე გავიღვიძე და გავიგონე მისი ხმა, რომელიც მეუბნებოდა: კარგი, დროა სახლში დაბრუნდე. როდესაც სახლში დავბრუნდი, თავი კარგად ვიგრძენი", - ეს სიტყვები ბობი კრისტინამ ოპრა უინფრის პოპულარულ გადაცემაში სტუმრობისას თქვა.

მომღერლის ერთადერთი 19 წლის შვილი ამბობს, რომ დედამისის გამოცხადების შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი უიტნი ჰიუსტონი 11 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100