ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილს ელოდებიან
მეგან მარკლის ორსულობა გაუთავებელი განხილვის საგანი იყო - საზოგადოება სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდა, თუ რატომ ვერ რჩებოდა სასეკსის ჰერცოგონია ორსულად.
რამდენიმე წუთის წინ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურმა ექაუნთმა განცხადება გაავრცელა და ახალი ამბავი საზოგადოებას ახარა:
"ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულები არიან გაცნობოთ, რომ მეგანი ბავშვს ელოდება. მისი აღმატებულება ძალიან აფასებს იმ მხარდაჭერასა და კეთილ სურვილებს, რაც საზოგადოების მხრიდან მოდიოდა. სწორედ ამიტომ, ორმაგად მოხარულია, რომ ეს სასიამოვნო ამბავი პირადად მისგან გაიგოთ" - ნათქვამია განცხადებაში.
პრინც ჰარისა და მეგანს პირველი შვილი გაზაფხულზე შეეძინებათ.
კომენტარი