სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დედა“ - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის ...(ვიდეო)

როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
-
მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
-
მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
-
მშობელი დედა.

დედა,დედიკო,დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის. ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი სახელად დედა. განა მარტო ადამიანი? ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია.. ანგელოზი, რომელსაც უხარია და ტკივა შვილის კარგი თუ ცუდი, ანგელოზი, რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს, ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ.

დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება, სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია, ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ, ან როცა ძალიან ცუდად ხართ, სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე, რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი წარმატება მიახარო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება. როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს, არა იმიტომ რომ შენ მეგობარი არ გყავს არამედ, იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს....

და ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანია თუ ანგელოზი? იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი... უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო. რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი? როცა ხედავ მის სევდიან თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჟრუანტელი, პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკვილის, დარდისა და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებისა და საშინელი ტკივილის, რადგანაც შენ დედა აატირე, მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა, სათუთი და სპეტაკია.

დედა მოკვდავთა შორის ყველაზე ძვირფასი არსებაა. დედამიწაზე მიმავალს თავი ზეცაში აქვს, სამოთხე კი მისი ფეხის ქვეშ არისო. მისი ქალამნის მტვერიც კი წმინდაა, მის ფეხებთან მუხლმოყრილთა თავი მეშვიდე ცის ზღურბლს წვდება. დედა მუდამ კვნესის. მთელი ცხოვრება კვნესის და ოხრავს... დედობა მუდმივია შვილისთვის, კაცისთვის, ვინც ამბობს “დედა”.

დედა და შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა, ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100