შემოსავლების სამსახურის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოქმედი უფროსი სასტიკად სცემა, ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა
ცნობილი ხდება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ. მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, ხურციძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, თორნიკე ვაჩაძემ სცემა, რომელიც სამსახურიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.
ნაცემი მაღალჩინოსნის ფოტო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, გიორგი კოპალიანს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარი