სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუამ მოსაფიქრებლად ორი თვე ითხოვა

ცნობილმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რიგით რეჟისორად დარჩენასთან დაკავშირებით თეატრის ხელმძღვანელობისგან მოსაფიქრებლად დაახლოებით ორი თვე ითხოვა.

როგორც "პირWელს" რუსთაველის თეატრში განუცხადეს, ამ დროისთვის რობერტ სტურუა თეატრში რეპეტიციებს ესწრება, რადგან 133-ე თეატრალური სეზონი სწორედ მისი სპექტაკლით "ნადირობის სეზონი" იხსნება.

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ რობერტ სტურუას თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება პირადად გადასცა. ხელშეკრულების თანახმად, წლის განმავლობაში მას თეატრში ორი სპექტაკლი უნდა დაედგა.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოს "ქსენოფობიური გამონათქვამების" გამო გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100