სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის განცხადება მენეჯმენტის წევრების მიერ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით

საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის პასუხად, თიბისი ბანკი ავრცელებს განცხადებას, მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია:

„საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს. მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.

ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100