სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გენეტიკოსები კიბოს თხუნელას საშუალებით დაამარცხებენ?

ქეთა ატოცელი

პატარა უბეწვო მხეცი, რომელიც 30 წლამდე ცოცხლობს კიბოთი არ ავადდება. როგორ გამოსდის ეს მას, სწავლულები ამის გაგებას, მისი გენომის საშუალებით აპირებენ. გენეტიკოსებმა უკვე დაიწყეს ამ ძალიან უცნაური ცხოველის – „შიშველი“ თხუნელას გენომის გაშიფვრა. ეს მღრღნელი აღმოსავლეთ აფრიკის უაბნოებში, ძირითადად, მიწის სიღრმეში ბინადრობს. თხუნელები რთულ ხვრელებს თხრიან და მიწის ქვეშ, კოლონიებს აკეთებენ. ის ვიზუალურად უშნო, სრულიად უბეწვო და ხორკლიანია. თავისი ფიზიოლოგიით იგი სრულიად გამოირჩევა დანარჩენი ძუძუმწოვრებისგან.

ტკივილის მიმართ უგრძნობია, კარგად იტანს ჟანგბადის უკმარისობას და ნახშიროჟანგის ჭარბ რაოდენობას. მას ძალიან შენელებული ნივთიერებათა ცვლა აქვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „შიშველი“ თხუნელები არასდროს ავადდებიან კიბოთი და 30 წელს ცოცხლობენ, ვირთხებისგან განსხვავებით, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელია. ლივერპულის ინტეგრატიული ბიოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ამ უცნაური მღრღნელის შესწავლაზე დღემდე მუშაობს. ამ ცხოველის გენომის ბოლომდე გაშიფვრამ, შესაძლოა, კაცობრიობა კიბოსგან იხსნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100