ნინი ბადურაშვილის პასუხი თბილისობის კონცერტს მიღმა დარჩენილ მომღერლებს
თბილისობის კონცერტზე წელს ყველა ქართველი მომღერალი ვერ მოხვდა და ღონისძიებებს მიღმა დარჩენილებმა პროტესტი პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელში გამოთქვეს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ნინი ბადურაშვილი, რომელიც წელს თბილისობის კონცერტზე გამოდიოდა.
„საყვარელო კოლეგებო,მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალა კონცერტზე, მაგრამ არასდროს არ მიმიყენებია შეურაწყოფა იმ მომღერლებისთვის ვინც იმ კონცერტებში მღეროდა! ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია!) გისურვებთ წარმატებებს“ - წერს ბადურაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი