სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორჯერ გამოთხოვდა, წავიდა მესამე წრეზე, ბოზიი"... ბოზი დედათქვენია. რამდენ წრეზეც გაგვისწორდება იმდენზე წავალთ" - გურამ შეროზია ცოლთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს

ბლოგერი გურამ შეროზია, მისი ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება:


„დაშორდა თუ არა გურამ შეროზია ცოლს?

ძაან დავიღალე უკვე, ამიტომ მოკლედ ვუპასუხებ იმ კომენტარებს, რომლებმაც აღმაშფოთა:

1. "არ დაშორებულა, ცოტნესთან ვნახე ფოტოებიი" - მგონია, რომ ცოტა ცუდად ხართ, ამ ლოგიკით ვინც მოძრაობთ. როგორი ურთიერთობაც არ უნდა მქონდეს დედამისთან, ცოტნე რა შუაშია, ბავშვმა რა დააშავა. ზოგადად, მშობლების შეცდომები, უფროსებმა თავად უნდა მოაგვარონ და ამით ბავშვები არ უნდა ზარალდებოდნენ. ცოტნე და მე სულ ვიმეგობრებთ და სულ ვიმამაშვილებთ, სულ რომ ამოვხოცოთ ერთმანეთი მე და დედამისმა.

2. "არ დაშორდებოდნენ, ამასწინათ კლინიკაში ერთად მოიყვანეს ბავშვიიიი." თქვენც არ აკლებთ. წყვილი დაშორების შემდეგ აუცილებელი არაა დედისტრაკს უტრიალებდეს ერთმანეთს და ლანძღვაში ეჯიბრებიდნენ, მით უმეტეს, რომ არასრულწლოვანი საერთო შვილები ჰყავთ, აი რა ამაზრზენ წრეში ტრიალებთ, ეგეთები რომ გიკვირთ?!

3. "ამასთან (ჩემთან ანუ) კიდევ დიდხანს გაჩერდა." ვაი თქვენს ულვაშა პატრონს ძევჩატა და თქვენს "მოუტ**ავ" პატრონს მალჩიკი, ერთი თითი დავიქნიო, ერთმანეთს გადაჯეგავთ რიგში, ჰოდა ორი თითი და მისი ჯანი. :დდ

4. "აუუ ძაან ვწუხვაარ, ვიზიარეეებ..." სტოპ ფლიიზ! სამძიმრები და პანაშვიდები სხვაგან, შილა და ლობიოზეც ბოდიში. ერთი რომ მეორეს "მიატოვებდა" და ვენების გადახსნა და უბედურება, ვენესუელურ სერიალებში იყო. ჩვენ ეგეთებს დიდი ხანია აღარ ვუყურებთ და მკვდარიც არსად ასვენია!

5. "ორჯერ გამოთხოვდა, წავიდა მესამე წრეზე, ბოზიი" - ბოზი დედათქვენია. რამდენ წრეზეც გაგვისწორდება იმდენზე წავალთ.

6. "ორი წელი იყვნენ ერთად ასე მალეეე??" - თქვენი დედლაინებიღა გვაკლდა რაა.

7. "სულ ცალკე მოგზაურობდა ეს ბიჭი ბოლო რამდენიმე თვეა და დაშორდებოდნენ აბა რაა" - შემთხვევით, დაშორებულები რომ იყვნენ უკვე იმიტომ ხომ არ მოგზაურობდნენ ცალ-ცალკე?

8. "რა მნიშვნელობა აქვს დაშორდნენ თუ ერთად არიან, ბედნიერები იყონ მთავარია" - აგაშენათ ღმერთმა! ცოტანი ხართ, მაგრამ კარგები.

მოკლედ, ცოლიანი ვარ თუ სინგლ, ეს არაფერს ცვლის, ისეც და ასეც ახალ რელეშენშიფს არ ვგეგმავ, ასე რომ კბილების ლესვაც ადრეა და არც თქვენი საქმე, შიდა ოჯახური თუ ყოფილ-ოჯახური წვრილმანები.

მაინც ორაზროვანი ვარ, ხომ? არა უშავს, ცოტა იმვტრიონ თავი ჰეითერებმა, ტვინსაც შეემატოს ნაოჭები, აბა მხოლოდ სული ხომ არ გექნებათ დანაოჭებულ-დაფლეთილი?

ვიმეორებ: დაინტერესება ნორმალურია, გული რომ შეტკივა ვინმეს - ეგეც, მაგრამ უტაქტო კითხვები ცუდია, ტაქტიანადაც შეიძლებოდა.“- წერს გურამ შეროზია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100