გენერალმა პუკაჩმა აღიარა, რომ გიორგი ღონღაძე მოკლა
“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, გენერალმა ალექსანდრე პუკაჩმა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამის შესახებ ღონღაძის ადვოკატმა, ვალენტინა ტელიჩენკომ სასამართლო პროცესზე მომხდარი მოვლენების ანალიზის დროს ისაუბრა.
„ის აღიარებს, რომ ღონღაძე საკუთარი ხელით მოკლა. ამავე დროს აცხადებს, რომ ჟურნალისტზე თვალთვალის დაწესება კანონიერი იყო. გენერალი პუკაჩი არ სცნობს თავს დამნაშავედ ღონღაძეზე 2003 წელს თვალთვალის დაწესების შესახებ არსებული დოკუმენტაციის განადგურებაში, რადგან აცხადებს რომ დოკუმენტები არა მან, არამედ მისმა ხელქვეითებმა გაანადგურეს, როცა თვითონ შვებულებაში იმყოფებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პუკაჩი თავს ისულელებს“, – ამბობს ადვოკატი.
როგორც ცნობილია, უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრე პუკაჩის დაკითხვა სასამართლომ მას შემდეგ დაიწყო, რაც მკვლელობის საქმის არსებით განხილვას შეუდგა. პეჩორის სასამართლოში პუკაჩის პროცესი დახურულ რეჟიმში, პრესის დაუსწრებლად ტარდება.
კომენტარი