სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოსკარის", "ემის" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი კლორის ლიჩმენი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ოსკარის", "ემის" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი ამერიკელი მსახიობი კლორის ლიჩმენი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის მენეჯერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში კალიფორნიაში გარდაიცვალა. აღინიშნა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

"ოსკარის" კინოაკადემიის წარმომადგენლებმა მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.

"კლორის ლიჩმენი კომედიის ლეგენდა იყო. მას არასოდეს შეუწყვეტია ჩვენი აღფრთოვანება და გაოცება", - განაცხადეს აკადემიაში.

კლორის ლიჩმენმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა. ნამუშევრებისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მათ შორის არის "ოსკარი" საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის ფილმში "უკანასკნელი კინოსეანსი". მას მოპოვებული აქვს "ემის" ცხრა პრემია და "ოქროს გლობუსი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100