"მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ, ამის გამო გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი თბილისში"
თეიმურაზ გორჯესტანი: როგორც იცით, გასულ კვირას მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში.
იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოვალეობა როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ დედაჩემთან ვიყო და ის დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო.
ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო არჩევნდებამდე
დავრჩები, იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური არჩევნები. ეს არის ბრძოლა, ბრძოლა რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ ევროპული მომავალი ავირჩიოთ. ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს!"
კომენტარი