ჰილარი კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰილარი კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თრომბი აღმოუჩინეს.
ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ რაინსი ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, თრომბის გაჩენა ტვინის შერყევამ გამოიწვია. დეტალები რაინსს არ გაუხმაურებია, თუმცა აღნიშნა, რომ შემდეგი 48 საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
კომენტარი