სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოისტორია: კოლუმბიელი გოგონას საშინელი სიკვდილი

ეს გოგონა ომაირა სანჩესია. იგი კოლუმბიაში 1985 წლის 13 ნოემბერს მომხდარი გამანადგურებელი ვულკანის ამოფრქვევის ყველაზე ცნობილი მსხვერპლია: სტიქიური მოვლენის შედეგად, რომელმაც 23.000–ზე მეტი სიცოცხლე წაიღო, ომაირას ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოჰყვა.

ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში მოხდა და თოვლის დნობის შემდეგ წარმოქმნილმა დაახლოებით 50 მეტრის სისქის ტალახმა ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა. ამ ფოტოს წყალობით, რომლის ავტორია ფრენკ ფურნიერი, კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.

მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის ფეხების გათავისუფლებას. გოგონამ 3 დღეს გაძლო, შემდეგ კი ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ერთ–ერთი ჟურნალისტი, ქრისტინა ეჩანდია (ის ბავშვს არ მოსცილებია) იხსენებს, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. ის შეშინებული იყო და წარამარა წყალს ითხოვდა.

მესამე ღამეს ომაირას ჰალუცინაციები დაეწყო და გარდაიცვალა. ფოტო მის სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100