სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაცია გრძელდება

ლოპოტას ხეობაში ვითარება უცვლელია. ქართველ სამხედროებს ალყაში ჰყავთ დივერსიული დაჯგუფების ექვსი წევრი, რომლებიც დანებებაზე უარს ამბობენ.

როგორც ცნობილია, დივერსანტები ხეობაში ძნელადმისადგომ ადგილზე არიან გამაგრებული, მისასვლელი გზა კი დანაღმულია. ღამით სპეცოპერაციის შესრულებას ხელს ნისლი უშლიდა. მიუხედავად ამისა, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალისტები განაღმვით სამუშაოებს ატარებდნენ.

სოფლის შესასვლელსა და ცენტრში, ღამით კრიმინალური პოლიცია პატრულირებდა. გვიან ღამით ლოპოტას ხეობაში შს მინისტრი, ბაჩო ახალაიაც შევიდა, რომელსაც ლოპოტას ხეობა ამ დრომდე არ დაუტოვებია, იქვე რჩება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველ სამართალდამცავებსა და დივერსანტებს შორის ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას. შედეგად გარდაიცვალა სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და დაიჭრა 5. დივერსანტთა რიგებში 11 წევრი ლიკვიდირებულია, ექვსი მათგანი კი ამჟამად ალყაშია მოქცეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100