"მადლიერი ვიქნები, თუ შეგვეშვები... ეს სისულელე მარტომ გააგრძელე, დაგბლოკავ" - ნანუკა ჟორჟოლიანისა და კატიკა დიდას სკანდალური დაპირისპირება სოციალურ ქსელში
ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ სტამბოლიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "რაც უფრო გამეტებით ლანძღავენ და ჯვარზე აკრავენ ადამიანებს სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტებისთვის, ან აზრებისთვის, მით უფრო უმყარდება საშუალო სტატისტიკურ ქართველს შემდეგი აზრები, რომ მიშისტები დაბრუნდებიან და შეგვმუსრავენ..."
პოსტზე გამართულ დისკუსიას ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა:
"თინა, ვერ დაგეთანხმები. როცა ადამიანს სიკვდილს უსურვებ, ან ხარობ პრეზიდენტის (ვინც არ უნდა იყოს ის) მიწაზე ფორთხიალით, უნდა იცოდე, რომ გიპასუხებენ. თორემ კრიტიკა რა თქმა უნდა, მაგრამ სადაა კრიტიკა?..“
ნანუკას კომენტარს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის, თეა სულაბერიძის კომენტარი მოჰყვა:
"იგრძნობა კოდუას კლასი...“ - წერს სულაბერიძე.
თეა სულაბერიძის მიერ დაწერილი კომენტარის ქვეშ ნანუკა ჟორჟოლიანმა ერეკლე კოდუას ახლანდელი ცოლი, კატიკა დიდა მონიშნა, რის შემდეგაც ქალებს შორის საკმაოდ მწვავე დისკუსია შედგა:
ნანუკა ჟორჟოლიანი: მათ მომნიშნეს,როგორც ირაკლის ცოლი, ამიტომაც მე შენ მოგნიშნე და ვუთხარი, რომ ირაკლის ცოლი შენ ხარ და არა მე, უკვე დიდი ხანია.
კატიკა დიდა: ყველამ იცის, ვინ ვინ არის. გულწრფელად მადლიერი ვიქნები, თუ მე/ჩვენ შეგვეშვები, იმიტომ რომ დროდადრო ვხედავ, არ შეგიძლია ცხოვრება ჩემთან პროვოკაციების გარეშე.
ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა ვინმე ირაკლის ჩემთან ერთად ახსენებს, მე შენ მოგნიშნავ, უსამართლობაა ჩემი მოხსენიება მისი გვარით. შენ შეგიძლია უპასუხო მათ, სადაც მის წარსულზე დაიწყებენ საუბარს.
კატიკა დიდა: ძვირფასო, ირაკლის შენ ახსენებ შენთან, როცა ყოველთვის, ყველგან მის შესახებ საუბრობ. ამიტომ, ეს ნორმალურია. თუ ძალიან არ გინდა რომ შემეშვა, შეგიძლია ეს სისულელე მარტომ გააგრძელო, იმიტომ რომ დაგბლოკავ. შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი მაშინ ირაკლი მოვნიშნავ, იმიტომ, რომ მე არ გავცემ პასუხებს მის შესახებ.
კატიკა დიდა: თუ გრძნობ, რომ გჭირდება მონიშნო, მაშინ მონიშნე.
ნანუკა ჟორჟოლიანი: სამწუხაროდ, ამ დისკუსიის გაგრძელების დრო არ მაქვს, ამიტომ უნდა დაგტოვო. მაგრამ იცოდე, რომ ყოველ ჯერზე როცა ირაკლისთან ერთად მახსენებენ, მე შენ, ან ორივე თქვენგანს მოვნიშნავ. წარმატებები.
კომენტარი