სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: რუსულმა ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა სსრკ-ს აღსადგენად

რუსულმა ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"ისინი ამას გამოხატავენ ძალიან ღიად. მათ უნდათ საქართველო იყოს დამონებული და დაჩოქილი ქვეყანა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ექნება. უფრო სწორედ, ეს უნდა იყოს იმაზე უფრო დაბალი სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეული, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. ჩვენთვის გზა მაგ მხარეს არის ჩაკეტილი. თუ ვინმეს უნდა წასვლა, შეუძლია ინდივიდუალურად აიღოს ბილეთი და ქუთაისის ახალი აეროპოტიდან გაფრინდეს მოსკოვში მთელი თავისი ბარგი-ბარხანით. ასეთი რეისებიც იქნება ქუთაისში. აქედან გავუგზავნით პოლიტიკოსებს, იქიდან მივიღებთ ტურისტებს, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებს რუს სამხედროებს, "სალდატებს" და მაიორ ბორისოვს, რომელიც აფეთქებს საქართველოში სხვადასხვა ობიექტს", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100