სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიურეი მაკკალის შეხვდა.

ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მიურეი მაკკალის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ახალმა ზელანდიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც.

შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ტურისტულ და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეკონომიკური აქტივობის ინტენსიფიკაცია ძალზე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათი განცხადებით, საქართველომ და ზელანდიამ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა განახორციელონ შესაბამისი პროექტები.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობასაც და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ახალი ზელანდიის მდიდარი გამოცდილების გაზიარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100