სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი 2000 წლიდან სან-მარინოში საქართველოს საპატიო კონსულია

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას 2000 წლიდან ასრულებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ხაზით აღნიშნულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მისი მხრიდან არ ჩატარებულა", - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საპატიო კონსულები, როგორც წესი, ასრულებენ იმ ფუნქციებს, რომელსაც ის სახელმწიფოები აკისრებენ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

"ძირითადად, მათი ფუნქციები მდგომარეობს ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაში. რაიმე მნიშვნელოვან და სერიოზულ აქტივობას ამ კუთხით, გამომდინარე ქვეყნის მასშტაბებიდან, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ვაშაკიძემ.
საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე სან-მარინოს საპატიო საკონსულოს მისამართად მითითებულია თბილისი, ჭავჭავაძის #39ა. ამავე მისამართზეა განთავსებული ბანკი "ქართუ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100