სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რა მაგარი დედაა მარიამ საჯაია (ფოტო)

საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი მარიამ საჯაია მარტოხელა დედა გახლავთ და საკუთარ მოვალეობებს აშკარად ძალიან კარგად ასრულებს.

დღეს მარიამს საკუთარი ვაჟი პარლამენტის სხდომაზეც ახლდა თან და ამ ფაქტს საჯაიამ ვრცელი ფეისბუქ სტატუსი მიუძღვნა.

“ბუკას პარლამენტში სტუმრობის ამბავი

მთელი ორი კვირა ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი. ბუკა მამასთან ისვენებდა. მე - მთებში. 31 აგვისტოდან ბრუნდებოდა ჩემთან.

ბუკა 5 წლისაა. სკოლამდელში მიდის წელს, 14 სექტემბრიდან იწყება სწავლა. სესია დაინიშნა, მე სამსახურში უნდა წავიდე. არჩევანი სამსახურს და ბავშვს შორის დგას, როგორც ჩანს, რადგან “დამტოვებელი” არავინაა. ძიძა არ გვყავს; დედაჩემი, რომელიც სხვა დროს სესიების მიმდინარეობისას უვლის ბუკას, ტრავმირებულია და სამეგრელოშია; მამა და ბებია მუშაობენ, მთელი დღე ვერც ვერავინ დაიტოვებს, როცა ბაღი არ არის.

Think outside the box, ასე მივედი გადაწყვეტილებამდე მოცემული ალტერნატივებიდან, სამსახურს და ოჯახს შორის, არჩევანი იყო არცერთი და ორივე. ორივე მნიშვნელოვანია. ბუკა ჩემთან ერთად მოდის! უპრობლემოა, თავის მისახედ-გასართობს იპოვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი. მუშაობაში ხელს არ მიშლის, სამსახურშიც არ მექმნება პრობლემა. ანუ გამოვიდა სამსახურისა და ოჯახის შეთავსება.

თუმცა ასეთი შესაძლებლობა ბევრს არ ეძლევა, საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. მშობლები, განსაკუთრებით კი ქალები ხშირად დგებიან, საქმიანობასა და ოჯახს შორის არჩევანის წინაშე და ხშირ შემთხვევაში, სრულიად გასაგები მიზეზით არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ კეთდება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ვიღებთ სოციალურად პასიურ, ეკონომიკურად დამოკიდებულ, უმნიშვნელოდ ქცეულ ქალს. ამას ჯაჭვურ რეაქციაში მოყვება მთელი რიგი გენდერული დისკრიმინააციის უბედურებები, ფემიციდით დასრულებული.

ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ მხოლოდ ეს გარემოება არის გენდერული დისკრიმინაციის საფუძველი. არც იმას ვამტკიცებ, რომ არჩევანი არ უნდა იყოს ოჯახი. არჩევანი თავისუფალია. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილის და ამგვარი არჩევანის შემთხვევაში ერთმანეთს შეუთავსონ სამსახური და ოჯახი. ერთ-ერთი გარემოება, რომლითაც შესაძლებლია ხელი შეეწყოს ამ პროცესს, არის სამსახურებში საბავშვო სივრცეების მოწყობა.

მარტივია...” - წერს საჯაია.

მარიამის ფეისბუქ სტატუსთან ერთად დრონი.ჯი გთავაზობთ დედა-შვილის ფოტოებს საზაფხულო არდადეგებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100