სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი რეჟისორების წარმატება სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 - 20 მარტს ბულგარეთში სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა, რომელიც ქართველი რეჟისორებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.ვანო ბურდულის ფილმი "გაყინული შადრევნების წელიწადი", რომელიც ფესტივალის საერთაშორისო კონკურსში იყო წარდგენილი, ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.ჯილდო გადაეცა კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს დეა კულუმბეგაშვილს. მან მთავარი პრიზი Sofia Meetings-ზე პროექტისთვის "დაისი" მიიღო.სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპლათფორმაა რეგიონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100