სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტში „იზრუნე მომავალზე“ ჩართული თითეული მოზარდი თითოეული ქეისია, რომელიც არ იხურება, ვიდრე ის დამოუკიდებლობას არ მიღწევს

„ფონდი ნატახტარი“ უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას „იზრუნე მომავალზე“, რომლის მიზანია ობოლ და მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. ასევე მათი მხარდაჭერისათვის საჭირო სერვისების შეთავაზება და სახელმწიფო მომსახურების გასვლის შემდეგ გარკვეული სამუშაო უნარების მიცემა.

ამ ხნის განმვალობაში პროგრამის ფარგლებში სპეციალური მომსახურება და დახმარება საქართველოში არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და დიდ ინსტიტუციებში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების 224 აღსაზრდელზე განხორციელდა.

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ყოველ წელს 3 თვის განმავლობაში - ნოემბრიდან თებერვლამდე - „ნატახტარი ლიმონათისთითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1,3 და 5 თეთრი შეფუთვის შესაბამისად: 0, 33, 0,5, 1 და 2 ლიტრი. პროექტს ახორციელებს "ფონდი ნატახტარის" პარტნიორი არასამთავრობიო ორგანიზაცია ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო". პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 240 ათასი ლარი შეგროვდა, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების ხელშეწყობისთვის იქნა გამოყენებული.

პროექტში ჩართული თითეული მოზარდი თითოეული ქეისია, რომელიც არ იხურება, ვიდრე ის დამოუკიდებლობას არ მიღწევს.

გთავაზობთ პროექტში მონაწილე მოზარდების მცირე ისტორიებს...

ნანა. ნ. 18 წლის

ნანას მამა სულ ეუბნებოდა კარგი და სამაგალითო გოგო უნდა გამოხვიდეო, მაგრამ ის ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო შვილის აღზრდის პროცესში. როცა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების დრო დადგა, მამამ ვერც მაშინ მოახერხა ნანასთვის დახმარების გაწევა. მაგრამ ნანას მაინც ყოველთვის ეიმედებოდა, სჯეროდა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ მამასთან გადავიდოდა საცხოვრებლად...

თუმცა ვიდრე მამა შვილისთვის უშუალო დახმარებას შესძლებს, „ფონდი ნატახტარი“ უზრუნველყოფს ნანას ბინის ქირით და სტიპენდიით.

ნანამ სკოლა დაამთავრა და გამოსაშვებ წვეულებაზე ყველაზე ლამაზი იყო.... მასაც უფროსი გულშემატკივარი ახლდა, მისი თანატოლების მსგავსად. უფროსი გულშემატკივარი კი „ფონდი ნატახტარის“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგი იყო...

ფსიქოლოგის აქტიური მხარდაჭერითვე, ნანა დასაქმდა და შეიძინა მეგობრები, რომლებიც დაეხმარნენ მისი პატარა ოთახის მოწყობაში.

ახალი მეგობრები აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებმაც სპეციალური აქცია მოაწყვეს ნანას მხარდასაჭერად.

დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების პირველ დღეებში ნანა შეშინებული და დაბნეული იყო. ახლა მას აქვს ბინა, აქვს სამსახური, ჰყავს მეგობრები და მისი მხარდამჭერი პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელიც იქამდე გააგრძელებს მის გაძლიერებას, ვიდრე ნანა მართლაც დამოუკიდებელი არ გახდება.

გიორგი. დ. 19 წლის

გიორგიც, უამრავი მისი თანატოლის მსგავსად, ცხოვრობდა მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ჰყავდა არაჩვეულებრივი აღმზრდელი. სწორედ აღმზრდელისა და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ფსიქოლოგის აქტიური თანამშრომლობით, გიორგი ჩაერთო პროექტში „იზრუნე მომავალზე“, რომელსაც „ფონდი ნატახტარი“ აფინანსებს. მან დაამთავრა კოლეჯი, შეისწავლა ხელობა, დასაქმდა კომპანიაში „მაკნატუნა“, დაიწყო ავტო სკოლაში სიარული...

მოვიდა დრო, როცა გიორგის უნდა დაეტოვებინა მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დაეწყო დამოუკიდებლად ცხოვრება, მაშინ როცა დედა არათუ ვერ დაეხმარებოდა გიორგის, არამედ თავად სჭირდებოდა შვილის დახმარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„ფონდი ნატახტარის“ დახმარებით გიორგიმ იქირავა ბინა, მიიღო სტიპენდია და საკუთარ თავზე აიღო თავისი პატარა ოჯახის გაძღოლა.

შემთხვევა დაიხურა, რადგან „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოსა“ და „ფონდი ნატახტარის“ სპეციალისტთა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გიორგი მზად არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ფსიქოლოგისა და აღმზრდელის თანმიმდევრული მუშაობის შედეგად გიორგიმ შეიძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის აუცილებელი: აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი ემოციების მართვა, გახდა მეტად თავდაჯერებული, აუმაღლდა თვითშეფასება...

ახლა ის სამხედრო სამსახურშია და საკუთარი ქვეყნის წინაშე დაკისრებულ ვალს იხდის.

დათო. გ. 21 წ

დათო სრულწლოვანი გახდა და მოუწია დიდი ბავშვთა სახლის დატოვება, რის შემდეგაც ქუჩაში აღმოჩნდა, - არც სახლი ჰქონდა, არც ოჯახი ჰყავდა, არც ახლობლები. მძიმე ცხოვრების 2 წელი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, დაეჯერებინა, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება და უკეთესისთვის ბრძოლაში ფარ-ხმალი დაყარა. ეს ლოგიკური შედეგია დიდ ბავშვთა სახლში გატარებული წლებისა და იმ ცხოვრებისა, რაც დათომ გამოიარა ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ.

დათო უკვე სრულწლოვანი იყო, როცა „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ და „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, გაესაუბრა, ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადვილი არ იყო მისი დარწმუნება...

დათომ ფსიქოლოგის აქტიური მხარდაჭერით დაიწყო საგნებში მომზადება, „ფონდი ნატახტარის“ დაფინანსებით მოიძებნა ბინა, დაენიშნა სტიპენდია. ფსიქოლოგმა ორგანიზება გაუწია მისთვის კერძების მომზადების სწავლებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა უნარების განვითარებას.

დღეს დათო სტუდენტია. დღემდე ებრძვის გულის სიღრმეში არსებულ უიმედობას, თუმცა ცხოვრების მიზანი აქვს და ფსიქოლოგის მუდმივი მხარდაჭერა ეხმარება ნაკლებად იქონიოს გავლენა მის ცხოვრებაზე წარსულის კვალმა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100