სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზივი: ირაკლი შოთაძეს დედამ საშუალოდ 250 ათასი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა - რას ამბობს ყოფილი მთავარი პროკურორი საჩუქარზე, გახარიაზე და კალანდიას დაკავებაზე

ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს დედამ საშუალოდ 250 ათასი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა. ჩვენ მას დავუკავშირდით და კითხვები დავუსვით არა მხოლოდ საჩუქრისა და მოსალოდნელი მშენებლობის შესახებ, არამედ, მისი გადადგომის რეალურ მიზეზსა და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის დეტალებზე.

მაშ ასე: ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საჯარო რეესტრს ჩუქების საფუძველზე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით 2019 წლის 14 თებერვალს მიმართა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პრესტიჟულ ადგილას, მანანა ბლაგიძემ აჩუქა ყოფილ მთავარ პროკურორსა და ივანიშვილის უკანონო დავალებების შემსრულებელ შოთაძეს.

მანანა ბლაგიძე ექიმი თერაპევტია და ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მუშაობს. ქალბატონი მანანა ირაკლი შოთაძის დედაა.

დედის ნაჩუქარი 1000 კვ. მეტრი ნაკვეთი თბილისში დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარეობს. მისი საკადასტრო კოდია: 01. 72. 14. 006/028.

უძრავი ქონების ექსპერტთა განცხადებით, ამ ადგილას, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასი 250 დოლარიდან იწყება. შესაბამისად, 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულება 250 ათასი დოლარია.

რას ამბობს ირაკლი შოთაძე დედის მიერ ნაჩუქარ ძვირადღირებულ ნაკვეთზე (გეგმავს თუ არა იქ სახლის აშენებას), გახარიას ორგანიზებით გაყალბებულ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესა (დამალეს მკვლელები, გააქრეს მოწმეები, გაანადგურეს მტკიცებულებები) და გადადგომაზე?

Presa.ge: ბატონო ირაკლი, დედამ რომ ნაკვეთი გაჩუქათ ახლახანს, სახლს აშენებთ იქ? (დიღმის საცდელ მეურნეობაში)...

ირაკლი შოთაძე: ახლა არ მიმდინარეობს მშენებლობა, შეგიძლიათ ახვიდეთ და ნახოთ.

- დედას არ უჩუქებია მიწის ნაკვეთი თვენთვის?

- კი, მაჩუქა, დიახ, მაგრამ ეგ ნაკვეთი ჩვენს ოჯახს ჰქონდა და ეს ჩვენს დეკლარაციაშიც არის დაფიქსირებული.

- რას საქმიანობთ მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი არ ხართ?

- კერძო სექტორში ვარ, იურისტ-კონსულტანტად.

- როგორ ფიქრობთ, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კალანდიას დაჭერით აღდგა სამართლიანობა?

- სისხლის სამართლის საქმეებზე არ მივიჩნევ მიზანშეწონილად რომ კომენტარი გავაკეთო.

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ამ საკითხზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს?

- მე მგონი გაგეცით პასუხი.

გააგრძელეთ


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100