სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი საცხოვრებლად სახურავზე გადავიდა რადგან სახლი 10 წელია არ დაულაგებია (ვიდეო)

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მამაკაცი საცხოვრებლად საკუთარი სახლის სახურავზე გადავიდა, რადგან მის სახლში გაუსაძლისი სიბინძურეა. დეილი მეილის ცნობით უცნაურ ამერიკელს სახლი ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ მიულაგებია.

მედია მამაკაცის სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა როგორც ამბობენ ის თავს სახურავზეც კარგად გრძნობს, რასაც ვერ ვიტყვით მის მეზობლებზე. შეწუხებულმა მოქალაქეებმა დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართეს, შესაბამისმა სტრუქტურებმა სახურავზე მცხოვრებ მამაკაცს 2014 წლის ივნისის ბოლომდე საკუთარი სახლის დალაგების მითითება მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი კანონით დაისჯება.

kcentv.com - KCEN HD - Waco, Temple, and Killeen

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100