სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება - პრემიერი

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა." ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე იქნება. "მინდა ასევე გამოვაცხადო ძალიან კარგი ახალი ამბავი - წელს, წლის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობას. ეს იქნება მეგობრებო ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება და ჩვენ შევეცდებით, რომ ისე დაპროექტეს ეს აეროდრომი რომ მიიღოს არა მხოლოდ პატარა ზომის თვითმფრინავები არამედ საშვალო ზომის 50 მგზავრიანი თვითმფრინავები, ყოველ შემთხვევში წიანასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შეშაძლებლობას იძლევა, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის რომ დამატებითი ინვესტიციები იქნას მოზიდული რაჭაში და არამხოლოდ რაჭაში მიმდებარე რეგიონებში. ჩვენ ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარე ტურისტული კომპლექსის განვითარების. ისე, რომ ეს ზონა მაქსიმალურად ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იქნას მაქსიმალურად დაცული და ისე რომ ადგილობრივი ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არემარე ეს ძალიან უმშვენიერესი მხარე იქნას შენახული ისე ლამაზად, როგორიცაა დღეს. ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამური ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. (R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100