სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, თუმცა ერთმანეთს შორის ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ

იტალიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

როგორც ცნობილი გახდა, მიწისძვეშა ბიძგების ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონში, 33 კილომეტრის სიღრმეში ღამის საათებში დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა საერთო ჯამში ათობით ბიძგი დააფიქსირეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრა დასახლებულ პუნქტებშიც იგრძნეს, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგების გამო მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, თუმცა ერთმანეთს შორის ერთ მეტრიან დისტანციას იცავდნენ.

იტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობაა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 27 980 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობა 2 158-ს შეადგენს. ამასთან, იტალიაში ახალი კორონავირუსისგან 2 749 ადამიანი განიკურნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100