სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში დამზადებული ელმავლების ექსპორტი აზერბაიჯანში წარმატებით ხორციელდება

„ელმავალმშენებელი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას აგრძელებს. მართალია, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, თუმცა სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანში საწარმოში დამზადებული ელმავლების ექსპორტი წარმატებით ხორციელდება.

როგორც საწარმოს კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ხიზანიშვილი აცხადებს, შარშან კომპანიამ აზერბაიჯანში ოთხი ახალი ელმავალი უკვე გააგზავნა. ამის შემდეგ ქარხანამ დამატებით, იქაური პარტნიორების ოთხი ელმავალის შეკეთებაც დაასრულა. მომავალ წელს კი, საწარმო მათთვის 11 ელმავლის რემონტის შესრულებას გეგმავს. ხიზანიშვილის თქმით, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან პერსპექტივაში სამი ახალი ელმავლის მშენებელობაც შედის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს ქარხნის განვითარებას.

ბოლო პერიოდში ქარხანამ ახალი ელმავლების მიწოდებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა. პირველი მნიშვნელოვანი იყო, უკრაინის რკინიგზასთან, 110 ელმავლის მიწოდებაზე, რომლის ფარგლებშიც უკვე „ელმავალმშენებელმა“ უკრაინის რკინიგზისთვის შეძლო 28 ერთეული ელმავლის მიწოდება და დღეს ეს ელმავლები ექსპლუატაციას წარმატებულად გადის. პროექტი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო დროებით შეჩერებულია, თუმცა ვიმედოვნებთ მალე განახლდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდში, საწარმოში 1500 თანამშრომელი იყო დასაქმებული. „ელმავალმშენებელისმიერ წარმოებული სათადარიგო ნაწილების ექსპორტი კი, რუსეთში ამ დრომდე ხორციელდება,” - აღნიშნავს საწარმოს კომრციული სამსახურის ხელმძღვანელი.

სს „ელმავალმშენებელი“ (თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა - თემქა) ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მუდმივ დენზე მომუშავე მაგისტრალური ელმავლების ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია. სს „ელმავალმშენებლის“ მიერ წარმოებული ელმავლები ВЛ10У, ВЛ11М, ВЛ15, ВЛ11/М5 და ВЛ11/М6 აწარმოებენ რუსეთის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ნახევარზე მეტს, ასევე წარმატებულად ხდება მათი ექსპლუატაცია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის რკინიგზებზე. საწარმო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა მოდიფიკაციის მაგისტრალური და სამრეწველო ელმავლების და საგზაო ტექნიკის კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზაციას დამკვეთების მოთხოვნების შესაბამისად.საწარმოს პოლიტიკა ხარისხის გაუმჯობესების სფეროში გამოყოფილია ქარხნის მენეჯმენტის ცალკე ფუნქციის სახით. ხორციელდება ელმავლების და მათი სათადარიგო ნაწილების წარმოების ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი. საწარმოს საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესება მიიღწევა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებით, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 9001:2008-ის მოთხოვნების შესაბამისად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100