სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დროგბა კარიერას ჩინეთში განაგრძობს

ჩელსის ერთ-ერთი ლიდერი, კოტ-დიუარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბა ჩინეთის კლუბის „შანჰაი შენჰუას“ მიერ წარდგენილი კონტრაქტის პირობებს დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში მოაწერს კონტრაქტს ხელს ოფიციალურად და მისი ანაზღაურება კვირაში 250 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. ბრიტანეთის მედიასაშუალებები კი აღნიშნავენ, რომ 34 წლის ფეხბურთელმა ერთი ოლიგარქი მეორეში, ანუ რომან აბრამოვიჩი ჩუ ძიანში დაუფიქრებლად გაცვალა.

ამ გზით, დროგბა კვლავ ნიკოლა ანელკასტან ერთად ითამაშებს, რომელიც „შანჰაიში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანელკა არა ფეხბურთელი, არამედ მწვრთნელია. იგი ამ თანამდებობაზე მთავრი მწვრთნელის, ჟან ტიგანას წასვლის შემდეგ დაინიშნა.

დროგბა „ჩელსიში“ 2004 წელს ფრანგული „ოლიმპიკიდან“ გადავიდა. იგი კლუბმა 24 მილიონ ფუნტად იყიდა და „ჩელსიში“ ფეხბურთელმა თითქმის რვა წელიწადი განვლო. ამ დროის განმავლობაში მან სამჯერ მოიგი ინგლისის ჩემპიონატი, ასევე ჩემპიონთა ლიგაც, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვების შანსიც დაუბრუნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100