სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ლინკოლნ მიტჩელი და რა კავშირი აქვს მას ივანიშვილთან?

ვინ არის რუსეთის მიმართ ლოიალური ლინკოლნ მიტჩელი? იგი ჰარიმანის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, დაკვირვებებს აწარმოებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, განიხილავს - თუ რამდენად აქვს ფესვები დემოკრატიას ამ ქვეყნებში გადგმული.

მიტჩელი უყურადღებოდ არც ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკას ტოვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, საზოგადოების დამოკიდებულებას მუსულმანური ქვეყნების მიმართ უთმობს.

მიტჩელი საქართველოს შესახებ წერდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც. იგი აღნიშნავდა, რომ არ იყო გაკვირვებული რუსეთ-საქართველოს ომით და განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთის მხარეს უთმობდა, საქართველოს პრეზიდენტს კი ადანაშაულებდა.

ლინკოლნი ირწმუნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის წარმოქმნილ კონფლიქტში, საქართველოს საქმის თავის სასიკეთოდ მოსაბრუნებლად ძალიან მცირე შანსი აქვს. მისი აზრით, ამ ყოველივეს ის გარემოებაც ართულებს, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ლინკოლნი თვლის, რომ რუსეთი არ მისცემს და არც უნდა მისცეს საქართველოს შანსი შევიდეს ნატოში და დადებითი ურთიერთობა იქონიოს როგორც აშშ-სთან, ასევე დასავლეთ ევროპასთან.

მიტჩელი და ივანიშვილი

თუმცა, ამ ეტაპზე შეგვიძლია 2008 წლის ლინკოლნისეული ანტიქართული აზრები და დამოკიდებულებები გვერდით გადავდოთ და ყურადღება მივაქციოთ მის გააქტიურებას ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი მას მრავალათასიან ჰონორარებს უხდის იმის სანაცვლოდ, რომ ამ უკანასკნელმა „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ დასავლურ პრესაში უფრო აქტიურად გამოაქვეყონოს სტატიები.

დღეისათვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიტჩელმა საკბილოდ გამოიყენა. ამის სანაცვლოდ, ქართველი ოლიგარქისგან დამატებით 300 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

შედეგად, ლინკოლნმა ერთ-ერთ სტატიაში აღიშნა: „საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ იგი არც საფრანგეთია. რთულია ამ ქვეყნის დემოკრატიულობის დაჯერება, ამიტომ, საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!“

მაშინ, როცა დასავლეთი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს და მთავრობაც მათ მოწოდებას ითვალისწინებს, ლინკოლნი იზიარებს ივანიშვილისა და მისი მომხრეების შეხედულებებს და ამ ყოველივეს დასავლურ პრესაში ავრცელებს.

მისი ეს ნაბიჯი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, საზოგადოებაში უნდობლობას ნერგავს მაშინ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და წინასწარ მსგავსი დასკვნების გაკეთების საფუძველი არ არსებობს.

ლინკოლნ მიტჩელი, კვლავ განაგრძობს ასეულობით ათასი დოლარის სანაცვლოდ ივანიშვილის სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ სტატიების წერას. მაშინ, როცა პროფესორი და ექსპერტი დამოუკიდებლობითა და სამართლიანობით უნდა გამოირჩეოდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100