სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ შეწყვიტა მუშაობა რეიტინგების დამთვლელმა კომპანიამ?

კომპანია Nielsen Television სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„თავს ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ დღეს ჩვენი კომპანია იძულებულია დროებით შეაჩეროს საქმიანობა. ამის მიზეზი არსებითად ორია: პირველი - ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის გვიან ღამით დაკითხვებმა ჩვენს ოფისში, 5 და 7 პირის/გამომძიებლის მუდმივმა ყოფნამ ჩვენს ოფისში, ყველა ოთახში, დოკუმენტაციის მუდმივმა თვალიერებამ, უბრალოდ გაუსაძლისი პირობები შექმნა. თანამშრომლები არიან დათრგუნულები, თითოეული მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს ადამიანურ ძალებს აღემატება.

ამას გარდა, გუშინ, ჩვენმა ცხრა მოდემმა ათიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ტესტები უჩვენებს, ჩვენი მოდემი ფუნქციონირებს გამართულად, და ტექნიკური პრობლემა ჩვენს ოფისს მიღმაა. წინასწარ, პრობლემის სრულად გააზრებისა და შესწავლის გარეშე არ გვსურს ეს პრობლემა ვინმეს დავაბრალოთ, ამიტომაც, როგორც კი გაირკვევა პრობლემის ნამდვილი შინაარსი, ამის შესახებ სრულად შეგატყობინებთ.

ამ ორი მიზეზის გამო, იძულებული ვართ შეგატყობინოთ, რომ ოფისი აჩერებს თავის საქმიანობას, რასაც გულისტკივილით გატყობინებთ. თუმცა, გაძლევთ პირობას:

1. ტექნოლოგიური და დამოუკიდებელი სატელევიზიო აუდიტორიის კვლევა იარსებებს საქართველოში

2. საქმიანობას გავაგრძელებთ იმ დღიდან, როცა დასრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი კოპანიის შემოწმება იმ ფორმებით, როგორითაც ის ხორციელდება დღეს, და როცა გვექნება ფიზიკური შსაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ოჯახებთან განვაახლოთ ნორმალური ყოველდღიური ურთიერთობა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიას უთანხმოება აქვს ბერა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზია ჯიდიესთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100