"გაჩეჩილაძის და გამყრელიძის ბიზნესს სწორედ ტარიელ ონიანი "კრიშავდა"
რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე რამდენჯერმე მოატყუა ხალხი – ხელისუფლების შეცვლა ვერ შეძლეს. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია თუ ლიდერი, როგორც ამბობენ, ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდა და ეს ლიდერები, ახლა შავი ჯიპებით დაჰქრიან, წყნეთსა და საგურამოში აგარაკებს იშენებენ. ზოგს უნარი და თავი არ აღმოაჩნდა ბრძოლისა, ზოგი წინასწარ იყო გაყიდული, ხელისუფლების თამაშს თამაშობდა ოპოზიციაში (ამათ ადრე აიღეს, ეტყობა, ჯიპებისა და აგარაკების ფული...).
მოკლედ, ოპოზიცია უსინდისოდ ატყუებს ხალხს, დღე-დღეზე შევცვლით ხელისუფლებასო. მაგრამ ეგ არაფერი. უბედურება სხვაა. ოპოზიცია ხალხს 2007 წლიდან დღემდე ატყუებს უნამუსოდ. ბრბო, მოგეხსენებათ, ვერ აზროვნებს და ისიც ტყუვდება. რაც ზემოთ ვთქვი, აქ ამ ოპო-აფერისტობაზე არ არის ლაპარაკი. ოპოზიცია ხალხს ჰპირდება: სააკაშვილს დავამხობთ და უკეთესს ავირჩევთ პრეზიდენტადო. ეს თავად არ სჯერათ ოპოზიციონერ ლიდერებს, კარგად იციან, სააკაშვილზე უკეთესი ლიდერი არ არის მათ რიგებში, მაგრამ ამას ხომ არ იტყვიან? ისე, ოპოზიციის თვალახვეული ხალხის თვალის ამხელად, ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ის ხალხი, ვისაც პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებს ჩვენი ოპოზიცია.
ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილს ხან ტარიელ ონიანის მფარველობაში ადანაშაულებენ, ხან – პირიქით. გივი თარგამაძე ლამის ჯვარს აცვეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისას, არიქა, ვანო მერაბიშვილთან საუბარში ლაშა რომ ახსენა, ის უთუოდ "კანონიერი ქურდი" ლაშა შუშანაშვილი იქნება, სხვა არავინო. რა, ერთი ლაშაა ამქვეყნად და ისიც შუშანაშვილი? გივი თარგამაძე სხვა ლაშას არ იცნობს? მოკლედ, ოპოზიციამ ხელისუფლება ქურდებთან ალიანსში "გამოიჭირა‘‘ და მერე შოშიასავით პირდაღებულნი "კავკასიაზე" გაოცებულნი კითხულობდნენ, ნახეთ რა მოხდა? როგორ შეიძლება წესიერმა პოლიტიკოსმა საქმე "კანონიერ ქურდთან" დაიჭიროსო. ხალხიც, ტელეეკრანთან მსხდომი, ალბათ, ასკილივით აკანტურებდა თავს და დასტურის ნიშნად იძახდა: კი, ეგრეა, აბა, ნორმალურ პოლიტიკოსს ქურდებთან რა ესაქმებაო. ხალხო, სად იყო მიხეილ სააკაშვილი, როცა კახი ასათიანის ხელშეწყობით თუ თხოვნით ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის ბიზნესს სწორედ ტარიელ ონიანი "კრიშავდა". ქურდული სამყაროსგან, არალეგალურად ორივეს ბიზნესის წილში იყო – "ჯი-ვი-ესი"-სა და "ალდაგისაც" და ამ წილს, მოსკოვში უგზავნიდნენ ძია ტარიელს დათო და ლევანი, სხვათა შორის, შაქრო კალაშოვის ხელით. მაშინ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე პარლამენტშიც იყვნენ, საპარლამენტო კომიტეტებსაც თავმჯდომარეობდნენ და "მემარჯვენეების" ლიდერებიც გახლდნენ. ტარიელ ონიანმა გაუკაფა გზა რუსულ ბაზარზე "ჯი-ვი-ესს" დაამკვიდრა და მერე მის ევროპაში გადატანაზეც იზრუნა (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი).
გოგა ხაინდრავასა და "კანონიერი ქურდების" ურთიერთობაზე მრავალი ტომი დაიწერება, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიას უწუნებს, ხან დიქტატორს ეძახის, ხან ავტოკრატს და მესიად ხალხს ირაკლი ოქრუაშვილს უსახავს, `ოქრო~ მოვა და ნახეთ, როგორი დემოკრატი პრეზიდენტი იქნებაო... ოქრუაშვილი როგორი დემოკრატი გენპროკურორი, შსს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო, ეს ყველამ ვნახეთ. "მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები" მას დიქტატორს ეძახდნენ, მაგრამ აღარ ახსოვთ, ამნეზია დაემართათ.... გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილი ყოველდღე ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდა, ჯარისკაცებს და ოფიცრებს სცემს, ერთხელ, გაბრაზებულმა, ვერავინ რომ ვერ მოიხელთა სამხედრო ნაწილში, პისტოლეტი ამოიღო და ძაღლი მოკლაო, გვმოძღვრავდა გამყრელიძე. ოქრუაშვილზე იძახდა ჩიხრაძე, როცა მინისტრი იყო, ღმერთმა არა ქნას, ეგ პრეზიდენტი გახდეს, მიშა სანატრელი გაგვიხდება, დიქტატურა მერე ნახეთო. დღეს "აღარ ახსოვთ" თავიანთი სიტყვები და ოქრუაშვილთან მოლაპარაკებას აწარმოებენ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმაზე. ამათ ხელისუფლებაში მისვლის დაუოკებელი სურვილი არ ასვენებთ, ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ და სატანასაც კი შეეკვრებიან მიშას წინააღმდეგ.
ოპოზიციის მორიგი ბრალდება ხელისუფლების მიმართ კორუფციაა. სააკაშვილს და მის გუნდს კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ, ამ დროს, ეს, კორუფციასთან მებრძოლი ლიდერები, ზოგი ნინო ბურჯანაძესთან გაიქცა, ზოგი ზურაბ ნოღაიდელთან. კონკურსი რომ გამოაცხადო "საქართველოს ყველაზე კორუმპირებული ადამიანზე", ბურჯანაძე და ნოღაიდელი პირველ ადგილს შეეცილებიან ერთმანეთს, ოპოზიცია კი, მათი ლიდერობით აპირებს კორუფციასთან ბრძოლას. ვაი, თქვენს პატრონს!
რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება და 2008 წლის ომის დაწყება ხელისუფლების მორიგი ბრალდებაა ოპოზიციისგან. ის აღარავის ახსოვს, 2006 წელს, ნინო ბურჯანაძე, რუსეთის დუმაში რომ გამოვიდა სიტყვით, სულ მუშტები უბრახუნა რუს დეპუტატებს და ამათ სიტყვის თქმა არ დააცადეს – ანტირუსული რიტორიკაა და არა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა, იმიტომ ავტეხეთ ბრახა-ბრუხი და სტვენა და სიტყვაც არ დავასრულებინეთო, იძახდნენ მაშინ რუსი დუმისტები. ირაკლი ოქრუაშვილმა ხან ფეკალიაჭამია ეძახა რუსეთს, ხან იმით იმუქრებოდა, 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში უნდა შევხვდეო და მისი ამ განცხადების მერე დაიწყო ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაცია, ოქრუაშვილი თავკაცობდა 2004 წლის სამხედრო ოპერაციას ცხინვალის მისადგომებთან, როცა რამდენიმედღიან ოპერაციას მსხვერპლი მოყვა ორივე მხრიდან, თუმცა ჯერ შსს მინისტრი იყო მხოლოდ.
კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობს ოპოზიცია – ხელისუფლებამ ათასობით ადამიანს უკანონოდ ჩამოართვა ქონება და ბევრს აიძულებს, "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად სხვადასხვა ფონდში გადარიცხოს ფულიო. ამ შეცდომას ხელისუფლებაც აღიარებს, კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად საკანონმდებლო ბაზა იხვეწება, მაგრამ ხომ ვერ შეგვახსენებს პატივცემული ოპოზიცია, სად და როდის დაიწყო ბიზნესის ტერორი? მე შეგახსენებთ, ამათ ამნეზია სჭირთ – სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის გუბერნატორობისას და სწორედ შიდა ქართლში, როცა ციხეში მიჰყავდათ ბიზნესმენებთან ნოტარიუსი და კერძო ქონებას სახელმწიფო ან კერძო კომპანიებს უფორმებდნენ. სხვათა შორის, სწორედ "თავდაცვის ფონდი" იყო ის არასამთავრობო სტრუქტურა, სადაც ძალით შეიტანეს ფული ბიზნესმენებმა და ამ ფონდს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი განკარგავდა.

ოქრუაშვილი იყო პირველი რეკეტიორი ბიზნესმენებისა და ამ კაცის ხელით ახლა სახელმწიფო რეკეტორთან ბრძოლას აპირებს ოპოზიცია? ხომ გეუბნებით, ხალხო, ტყუილია, გატყუებენ და მგელი კრავად არასდროს გადაქცეულა, კრავის ქურქი კი მოურგია, როცა დასჭირვებია.
ცხინვალისა და აფხაზეთის დაკარგვა – ესეც მორიგი ბრალდება ხელისუფლებისა. ამას "რესპუბლიკელებიც" უერთდებიან. არადა, ესეც ბლეფია, "რესპუბლიკელები" ხელისუფლებაში რომ მოვლენ, თითს არ გაანძრევენ ამ რეგიონების დასაბრუნებლად. რატომ აღარ სიამოვნებთ ამ ხალხის გახსენება, რომ ისინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომიას სთავაზობდნენ კონფედერაციულ საქართველოში? კონფედერაციულ სახელმწიფოში კი, აფხაზებსაც და ოსებსაც, ელემენტარულად, რეფერენდუმის გზით შეეძლოთ საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა, დამოუკიდებლობის გამოცხადება და მეორე დღესვე აღიარებდა მათ მთელი მსოფლიო. მე შენ გეტყვი და, რეფერენდუმში დამოუკიდებლობის იდეა ვერ გაიმარჯვებდა და ვინმე შეუშლიდა ხელს?! ეს უარესია, ვიდრე ომით დაკარგული. ომით წართმეულის დაბრუნების მცირე შანსი მაინც არის, ბოლოს და ბოლოს, ოდესმე იქნებ ომით დაუბრუნო, კონფედერაციიდან გასულ სუბიექტს კი ვეღარ დაიბრუნებს, ვერც ომით – თითი რომ გაატოკო, მთელი მსოფლიო აღდგება შენს წინააღმდეგ. მოკლედ, აფხაზებისთვის – აფხაზეთისა და ოსებისთვის ცხინვალის რეგიონის ჩუქების მოსურნენი დღეს ტერიტორიების ომით დაკარგვას ედავებიან ხელისუფლებას.
საინტერესო კაცია ზვიად ძიძიგური.
საინტერესო კაცია ზვიად ძიძიგური.
ზვიად გამსახურდიას ბევრი მომხრე იძახის, ეგ კაცი ზვიად გამსახურდიას გზას აგრძელებსო. კი, როგორ არა! ზვიად გამსახურდია რუსეთთან ბრძოლას შეეწირა, ზვიად ძიძიგური კი რუსეთთან კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ეწირება. მოკლედ, სწორედ იმ იდეას, იმ პრინციპებს ებრძვის, რასაც გამსახურდიამ მართლა თავი შესწირა – საქართველოს რუსეთისგან სრულ დამოუკიდებლობას.
ოპოზიციის მორიგი ბრალდება – დაბალი პენსიები, სოციალური პროგრამების დაუფინანსებლობა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის არასათანადოდ დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან. დავუშვათ და, ეს ყველაფერი მართალია. და მერე რა? ზურაბ ნოღაიდელი თუ გახდა პრეზიდენტი, ის გაზრდის ხელფასებს, პენსიებს? ნოღაიდელი არ იყო, შევარდნაძის ფინანსთა მინისტრობისას ორჯერ რომ მოახდინა საბიუჯეტო სეკვესტრი და ამ სეკვესტრში სწორედ სოციალური პროგრამები მოახვედრა? ვის ჩამოაჭრეს მაშინ ფული? სწორედ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს. ვის გაუყინეს მაშინ ხელფასები და პენსიები? საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და პენსიონერებს და ეს კაცი რომ პრეზიდენტი გახდეს, შეიცვლება? აქამდე ფეხებზე ეკიდა პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ადამიანები, თუ გაპრეზიდენტდა, გული აუჩუყდება და გააათმაგებს პენსია-დახმარებებს? თქვენც არ მომიკვდეთ, უჯიათი ნოღაიდელი რაც იყო, იგივე დარჩება, ხალხი კი, პირში ჩალაგამოვლებული, ახლა მის დასამხობად აიღებს ხელში კომბლებს.
აი, ასეთია მატყუარა ოპოზიციის ცრუ დაპირებები, თავად კი დაემართათ ამნეზიის უცნაური ფორმა – რაც არ აწყობთ, იმას ვეღარ იხსენებენ. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს პოლიტიკოსების სენია და არც გადამდებია – ჩვენ გვახსოვს რანი იყავით, რანი ხართ, რისი მაქნისები იქნებით, თუ ხელისუფლება უცაბედად ჩაგივარდათ ხელში.
ასე რომ, ხალხო, ნუ მოტყუვდებით, გაიხსენეთ საიდან მოდის ეს ხალხი და რას გპირდებოდათ. ჯერ იმ ძველი დაპირებების ასრულება მოსთხოვეთ და ავანსების გაცემა მერე დაიწყეთ.

კომენტარი