სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-მა სირიის ნაპირებთან უახლესი ატომური ავიამზიდი გადაისროლა

ვაშინგტონმა სპარსეთის ყურეში, სირიის ნაპირებთან სამხედრო-საზღვაო ძალების უახლესი ატომური ავიამზიდი George H.W.Bush გადაისროლა, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

საზღვაო მონიტორინგის სამსახურების მონაცემების მიხედვით, ავიამზიდს თან ახლავს სამხედრო-საზღვაო მხარდაჭერის ჯგუფი.

ეს ავიამზიდი აშშ-მა წყალში 2009 წლის იანვარში ჩაუშვა და ფლოტის შემადგენლობაში იმავე წლის შემოდგომაზე ჩართო. სამხედრო ხომალდს 70 ერთეული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის 48 გამანადგურებელი მოიერიშის განთავსება შეუძლია.

ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ სირიის ნაპირებთან უკვე გამოჩნდნენ რუსული სამხედრო ხომალდები. „ალ არაბია“ იუწყებოდა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსი მეზღვაურები გამოჩნდნენ და მათი მიზანი, სავარაუდოდ, საიდუმლო მონაცემების მოძიება და დამუშავება იყო.

ამავდროულად, გავრცელდა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ხომალდები არ ჩაუშვებენ ღუზას ტარტუსის პორტში. სირიის პრეზიდენტის გარემოცვა იტყობინება, რომ სამხედროების მისია არა ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში, არამედ იმაში მდებარეობს, რომ სირია ნებისმიერი სახის ინტერვეციისგან იყოს დაცული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100