“ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ გასვენებაში უნდა მოვიდე” – აი, რას წერს ნიკო ბერიძე მეოცე სართულიდან გადმოვარდნილ მსახიობზე
11 აგვისტოს ბათუმში, “ორბი თაუერსის” ერთ-ერთი კომპლექსის მეოცე სართულიდან 25 წლის ლაშა კუხიანიძე გადმოვარდა. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ლაშა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი გახლდათ. ის ქუთაისელი იყო და თავის ქუთაისელ მეგობართან ერთად თეატრის მსახიობის, ტიტე კომახიძის სახლში ცხოვრობდა.
ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა. ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, “ორბი თაუერსის” მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11 აგვისტოს კი უბედური შემთხვევა დატრიალდა…
მსახიობმა და მომღერალმა ნიკო ბერიძემ გარდაცვლილი მეგობრისგან გამოგზავნილი უკანასკნელი მონაწერის “სქრინი” გამოაქვეყნა, სადაც ლაშა თავის ხელის მოწერაზე ეპატიჟება ნიკოს. “ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე” – აწერს მიმოწერას ბერიძე.
კომენტარი